ქალწული (ასტროლოგია): განსხვავება გადახედვებს შორის

შინაარსი შეიცვალა 'ello moto'-ით
(ბოტის დამატება: ms:Virgo (astrologi))
(შინაარსი შეიცვალა 'ello moto'-ით)
ello moto
{{ზოდიაქოსნიშანი
| სურათი = Virgo.svg
| სახელწოდება = ქალწული
| სიმბოლო = ქალწული
| დას_საწყისი = [[23 აგვისტო]]
| დას_ბოლო = [[22 სექტემბერი]]
| სიდ_საწყისი = [[17 სექტემბერი]]
| სიდ_ბოლო = [[17 ოქტომბერი]]
| მზე_საწყისი = [[17 სექტემბერი]]
| მზე_ბოლო = [[31 ოქტომბერი]]
| თანავარსკვლავედი = [[ქალწული (თანავარსკვლავედი)|ქალწული]]
| სტიქია = [[მიწის ნიშანი|მიწა]]
| ჯვარი = [[მუტაბელური ნიშანი|მუტაბელური]]
| მმართველი = [[მერკური (პლანეტა)|მერკური]]
| განდევნილი = [[იუპიტერი (პლანეტა)|იუპიტერი]] ([[ნეპტუნი (პლანეტა)|ნეპტუნი]])
| ეგზალტაცია = [[მერკური (პლანეტა)|მერკური]]
| დაცემა = [[ვენერა (პლანეტა)|ვენერა]]
|}}
'''[[სურათი:Virgo2.jpg|thumb|250px|left|ქალწული]]
 
== ნიშნის ზოგადი დახასიათება ==
მერკური — ღმერთების ფეხმარდი შიკრიკი, მართავს ქალწულს და მარჩბივს, მაგრამ ამ ნიშნებზე სხვადასხვანაირ გავლენას ახდენს. ქალწული მიწის ნიშანია, ამიტომაც მერკური უფრო პრაქტიკულად იქცევა ქალწულთან მიმართებაში, ვიდრე ჰაეროვან ტყუპებთან, სადაც ის თავისუფალი და დამოუკიდებელია.
 
ქალწულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ძლიერ განვითარებული ანალიტიკური აზროვნება აქვთ. ისინი მუდამ ცდილობენ, ყველაფერი საკუთარ მოთხოვნილებებამდე დაიყვანონ და ყველაფერს, რასაც ხედავენ, იარლიყებს აკრავენ. მათ გააჩნიათ გემოვნების, დროის, სმენის და აღქმის შესანიშნავი უნარი. ამ ნიშანის სიმბოლოა ქალწული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სუფთა და ყოველივე მიწიერზე მაღლა დგანან; თუმცა მათი შესანიშნავი დაკვირვების თვისების წყალობით, ისინი ადამიანის ყველა ნაკლოვანებას ხედავენ. როგორც წესი, მათ არ მოსწონთ ყველაფერი, რასაც ხედავენ და ქალწულივით, ყველაფერი უკვირთ.
 
ხშირად სამუშაოში იძირებიან. დიახ, სამუშაო — ქალწულის ღმერთია. მათ წარმატება აქვთ ლოგიკის სფეროში, მიმდევრობასა და დისციპლინაში.
 
სხვა ნიშნებისგან, ჰაეროვანი მჭედლების — მარჩბივებისგან განსხვავებით, ქალწული კონტროლს ადვილად არ კარგავს. ის საკმაოდ ჩაკეტილია და შესაძლოა, არაზომიერად ფრთხილი. ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანების უმეტესობა უმაღლეს დონეზე დამოუკიდებელია და სწამთ, რომ საკუთარი ძალებისადმი რწმენა და თვითპატივისცემა ადამიანისთვის ბედნიერებისა და გონებრივი სიმშვიდის მომტანია. მათი ქცევა მათ ინტელექტუალურ ინტერესებს ემორჩილება. მათი „მყუდრო ადგილი“ მხოლოდ გონების სფეროშია, მის საიდუმლოებასა და მიღწევებში.
 
ქალწული — დაბადებიდანვე კრიტიკოსია. და ხშირად, მათი კრიტიკა სამართლიანია, მაგრამ ადამიანს ღრმად ვნებს. ამ ნიშნით დაბადებულმა ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ კრიტიკა, რომელიც არასასიამოვნო და ტკივილის მომტანია, იშვიათად აღწევს თავის მიზანს. ქალწულები იშვიათად აქებენ სხვებს და არასოდეს გადაჭარბებულად. მათთვის ყველაზე რთული ბრძოლა — კომპრომისების წინააღმდეგ ბრძოლაა. შესაძლოა, მათთვის უკეთესია გაიკეთონ ვარდისფერშუშიანი სათვალეები და ცხოვრებას ნაკლები ცინიზმით შეხედონ. არსებობს საშიშროება, რომ ეს ადამიანები მიზანტროპები გახდნენ.
 
რადგან ქალწულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ასეთი ძლიერი ანალიტიკური შესაძლებლობები აქვთ, ყველაზე მეტად მათ უნდა იმუშაონ საკუთარი პიროვნების ნათელ მხარეებზე. ისინი ხშირად ხდებიან სახლის მონები და უმნიშვნელო დეტალების მსხვერპლები; მნიშვნელოვან საკითხებს კი გვერდს უვლიან. თუკი ისინი საკუთარი ანალიტიკური და კრიტიკული შესაძლებლობების გაკონტროლებას შეძლებენ, უმაღლეს მწვერვალებს დაიპყრობენ. ასეთი ადამიანები ხდებიან ჩინებული ორგანიზატორები, გამოჩენილი ადმინისტრატორები, მმართველები და დიდი ქარხნების დირექტორები. ყველაზე დიდი საშიშროება, რომელიც მათ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ემუქრებათ, არის ის, რომ მათ მარტივი ცხოვრებით ტკბობის საშუალების დაკარგვა შეუძლიათ.
 
არის საფრთხე, რომ ისინი ცივი და დაუნდობელი ადამიანები გახდნენ. მაგრამ ასეთი საშიშროების ასაცილებლად, ქალწული იშვიათად იღებს დახმარებას ან იმსახურებს სიმპათიას, რადგან თვითკონტროლის ფასადის მიღმა შიდა აურზაური იმალება. მმართველი პლანეტა მერკური თავის ერთგულებს ხანგრძლივი სიცოხლით აჯილდოვებს. ქალწულების უმეტესობა თავის ასაკთან შედარებით, ახალგაზრდულად გამოიყურება.
 
<br />
{{ზოდიაქო}}
<br />
 
[[კატეგორია:ასტროლოგიური ნიშნები]]
 
[[af:Maagd (sterreteken)]]
[[ar:برج العذراء]]
[[be-x-old:Панна (знак задыяку)]]
[[bg:Дева (зодия)]]
[[ca:Verge (astrologia)]]
[[cs:Panna (znamení)]]
[[da:Jomfruen (stjernetegn)]]
[[en:Virgo (astrology)]]
[[es:Virgo (astrología)]]
[[fi:Neitsyt (horoskooppimerkki)]]
[[fr:Vierge (astrologie)]]
[[gu:કન્યા રાશી]]
[[he:מזל בתולה]]
[[hi:कन्या राशि]]
[[hr:Djevica (znak)]]
[[ia:Virgine (astrologia)]]
[[it:Vergine (astrologia)]]
[[ja:処女宮]]
[[mk:Девица (хороскопски знак)]]
[[mr:कन्या रास]]
[[ms:Virgo (astrologi)]]
[[nl:Maagd (astrologie)]]
[[no:Jomfruen (stjernetegn)]]
[[pt:Virgem (astrologia)]]
[[ro:Fecioară (zodie)]]
[[ru:Дева (знак зодиака)]]
[[sah:Кыыс (астрология)]]
[[sh:Djevica (znak)]]
[[sk:Panna (znamenie)]]
[[sv:Jungfrun (stjärntecken)]]
[[ta:கன்னி (சோதிடம்)]]
[[tg:Сунбула]]
[[th:ราศีกันย์]]
[[tr:Başak burcu]]
[[vi:Xử Nữ (chiêm tinh)]]
[[wa:Pucele (planete)]]
[[zh:處女宮]]
ანონიმური მომხმარებელი