სკილა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მNo edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 1:
'''სკილა''' (იგივეა '''სცილა''') -{{lang-el|Σκύλλα}} (Skylla), ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ზღვის ურჩხული.
ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით სკილა იყო [[პოსეიდონი]]ს შვილის [[ფორკისი]]სა და [[ჰეკატე]]ს - საშინელების ქალღმერთის ქალიშვილი.
[[ოვიდიუსი]]ს პოემის [[მეტამორფოზები]]ს მიხედვით; [[გლავკოსი]] ზღვის ღმერთი ძლიერ იყო შეყვარებული ამ მშვენიერ ნიმფაზე. მაგრამ ჯადოქარი [[კირკე]] ([[ცირცეა]]) გლავკოსზე შეყვარებული ეჭვიანობის ნიადაგზე ის
მითის სხვა ვერსიით, სკილა იყო გარეული ძაღლი, რომელმაც მოჰპარა ხარები [[ჰერაკლე]]ს. მან კი ის სიკვდილით დასაჯა, სიკვდილის შემდეგ მამამისმა [[ფორკისი|ფორკისმა]] აღადგინა მკვდრეთით.
[[სურათი:Johann Heinrich Füssli 054.jpg|thumb|250px|ოდისევსი მიცურავს სკილას]]
[[ოვიდიუსი]] აღაფრთოვანა [[ჰომეროსი]]ს ეპოპეამ სადაც '''სკილა''' აღწერილია როგორც საშინელი არსება, მეზღვაურთა რისხვა. მისი 6 თავი - 6 კისერზე იდგა, ხოლო ყოველს - პირში სამ სამი რიგი კბილები ჰქონდა, გადაადგილდებოდა ის 12 თათზე. ის ბინადრობდა მაღალი კლდის სიღრმეში არსებულ გამოქვაბულში და იყურება დასავლეთისაკენ - [[ერება]]საკენ წყვდიადის სამეფოსაკენ. როგორც კი მსხვერპლს იგრძნობდა გამოვარდებოდა თავის სამყოფელიდან და ძაღლივით ყმუილს იწყებდა. იმ კლდის მოპირდაპირედ სადაც ყმუანა სკილა ცხოვრობდა ერთი ისრის სროლის მანძილზე იყო მეორე ურჩხულის - [[ქარიბდა]]ს სამყოფელი, კლდე რომლის ქვეშაც ის ცხოვრობდა სკილას გამოქვაბულზე დაბლა იყო. როდესაც [[ოდისევსი]] ამ ორ ურჩხულს შორის მიცურავდა 6 მისი ამხანაგი სკილამ იმსხვერპლა.
იმის და მიუხედავად რომ ჰომეროსის ნაწარმოებში არაა უფრო კონკრეტულობა მათი ლოკალიზირებისათვის, ლეგენდები მათ მესინის სრუტის ორ კლდესთან აიგივებენ [[აპენინი]]ს ნახევარკუნძულსა და [[სიცილიის კუნძული|სიცილიის კუნძულს]] შორის, რომელიც ყოველთვის საშიშია მეზღვაურებისათვის.
|