დიდი გამოფენა (ლონდონი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
+კატ.; +en:
ხაზი 5:
'''დიდი გამოფენა''' (Great Exhibition, ასევე ცნობილი როგორც Crystal Palace Exhibition) იყო საერთაშორისო გამოფენა, რომელიც ჩატარდა [[ჰაიდ-პარკი|ჰაიდ-პარკში]], [[ლონდონი]], [[1851]] წლის 1 მაისიდან 15 ოქტომბრამდე და პირველი იყო მსოფლიო კულტურული და ინდუსტრიული მიღწევების ექსპოზიციათა სერიაში — ერთობ პოპულარული ღონისძიება მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში.
 
საერთაშორისო ინდუსტრის მიღწევათა დიდი გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ [[პრინცი ალბერტი]], [[კოული, ჰენრი|ჰენრი კოული]], [[ფულერი, ფრენსის|ფრენსის ფულერი]] და [[სამეფო აკადემია|სამეფო აკადემიის]] სხვა წევრები, ხელოვნების, წარმოებისა და კომერციის წახალისების მიზნით, და თანამედროვე ინდუსტრიული ტექნოლოგიისა და დიზაინის მიღწევების აღსანიშნავად. კრიტიკოსთა შეხედულებით დიდი გამოფენა 1844 წელს [[საფრანგეთის ინდუსტრიული ექსპოზიცია 1844|საფრანგეთის ინდუსტრიული ექსპოზიციის]] უაღრესად დიდი წარმატების გამოძახილი იყო.
 
გამოფენის მოსაწყობად სპეციალური შენობა, მეტსახელით "ბროლის სასახლე", დააპროექტა ჯოზეფ პაქსტონმა (სტრუქტურული ინჟინერი ჩარლზ ფოქსის დახმარებით). არქიტექტურულად საკმაოდ გაბედული შენობა პაქსტონის მიერ დევონშირის გრაფისთვის ზამთრის ბაღის პროექტის გამოცდილებით შეიქმნა ლითონის ჩონჩხითა და მინით, რომელიც [[ბირმინგემი|ბირმინგემსა]] და სმეტნიკში დამზადდა, რასაც უდიდესი წარმატება ხვდა წილად. მასიური მინის შენობა 563 მ იყო სიგრძეში და 138 მ სიგანეში და სულ რაღაც ცხრა თვეში დასრულდა. შენობა მოგვიანებით გადაიტანეს სიდენჰემში, სამხრეთ ლონდონი.
ხაზი 13:
გამოფენას ურთიერთწინააღმდეგობრივი რეაქცია ჰქონდა საზოგადოებაში. ზოგი შიშობდა, რომ დამთვალიერებელთა დიდი მასა შეიძლება რევოლუციურ ბრბოში გადაზრდილიყო, მაშინ როცა ისეთი რადიკალები, როგორც [[მარქსი, კარლ|კარლ მარქსი]], მას ნივთების მიმართ კაპიტალისტური [[ფეტიშიზმი]]ს განსახიერებად თვლიდნენ. დღეს დიდი გამოფენა [[ვიქტორიანული ერა|ვიქტორიანული ერის]] სიმბოლოდ ითვლება და მისი სქელტანიანი კატალოგი [[მაღალი ვიქტორიანული დიზაინი]]ს პირველადი წყაროა.
 
[[კატეგორია:1851]]
 
[[კატეგორია:ლონდონის ისტორია]]
[[კატეგორია:ვიქტორიანული ერა]]
ხაზი 19:
 
[[de:Great Exhibition]]
[[en:The Great Exhibition]]
[[es:Gran Exposición]]
[[fr:Great Exhibition]]