პაჩაკუტი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: thumb|300px|right|პაჩაკუტის ძეგლი [[პერუს ქალაქ აგუას-კალიენ...
(განსხვავება არ არის)

15:38, 28 თებერვალი 2010-ის ვერსია

პაჩაკუტიკუსკოს სამეფოს მეცხრე საპა ინკა (1438-1472). კუსკოს სამეფო მან გარდაქმნა უზარმაზარ ინკების იმპერიად – ტაუანტინსუიუდ. ამჟამად ბევრი არქეოლოგი დარწმუნებულია, რომ ინკების დიდებული ქალქი,მაჩუ-პიქჩუ სწორედ პაჩაკუტის მმართველობისას აშენდა.

პაჩაკუტის ძეგლი პერუს ქალაქ აგუას-კალიენტესში

კეჩუას ენაზე pachakutiq ითარგმნება როგორც "ის, ვინც მსოფლიო შეცვალა". მართლაც, მისი მმართველობისას, კუსკო პატარა სოფლიდან გადაიზარდა დიდ იმპერიაში და უკან ჩამოიტოვა ჩიმუს კულტურა, რომელიც შემდეგ დაიპყრო და საბოლოოდ სამხრეთ ამერიკის ყველა იმდროინდელი ცივილიზაცია ინკების იმპერიაში მოაქცია.

წარმომავლობა

პაჩაკუტი, ვირაკოჩა ინკას ვაჟი, წარმოადგენდა ანანის დინასტიის მეოთხე იმპერატორს. მას ყავდა მეუღლე – მამა ანაუარკი და ორი ვაჟი: ამარუ იუპანკი და ტუპაკ ინკა იუპანკი. უფროსი ვაჟი – ამარუ, ტახტის მემკვიდრედ მიიჩნეოდა, მაგრამ, მაგრამ პაჩაკუტიმ ტუპაკი აირჩია, რადგან ამარუს არ ჰქონდა მეომრის მონაცემები.

მეცხრე საპა ინკა

მამამისის სიკვდილის შემდეგ, პაჩაკუტი გახდა ინკების იმპერიის ერთპიროვნული მმართველი. ტახტზე ასვლისთანავე, მან ენერგიული სამხედრო კამპანიები წამოიწყო და როგორც უკვე აღვნიშნეთ, პატარა კუსკო გარდაქმნა მრავალეროვან იმპერიად. მისი დაპყრობები, რომელსაც ის ახორციელებდა მის ვაჟთან, ტხატის მემკვიდრე ტუპაკ იუპანკისთან ერთად, იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ხანდახან პაჩაკუტის "ანდების ნაპოლეონად" მოიხსენიებენ. 1471 წელს, როდესაც პაჩაკუტი გარდაიცვალა, იმპერია გადაჭიმული იყო სამხრეთ ჩილედან ჩრდილოეთ ეკვადორამდე, მოიცავდა რა თანამედროვე პერუს, ბოლივიის და ნაწილობრივ არგენტინის ტერიტორიებს.

პაჩაკუტიმ გაატარა არაერთი რეფორმა, მათ შორის ადმინისტრაციული რეფორმა. იმპერია დაყო ოთხ პროვინციად (სუიუ), რომელსაც მართავდა აპო. მანვე დაამშვენა და გაალამაზა ქალაქი კუსკო, იგი აქცია იმპერიის ცენტრად.

დღეისათვის, პაჩაკუტი თანამედროვე პერუს გმირად მიიჩნევა. 2000 წელს, პერუს პრეზიდენტად არჩეულ მეტისს, ალეხანდრო ტოლედოს ინდიელმა მოსახლეობამ მეტსახელად პაჩაკუტი შეარქვა.

 
ჩვ.წ. 1438
 
ჩვ.წ.1463
 
ჩვ.წ.1493