გელათის საეპისკოპოსო: განსხვავება გადახედვებს შორის

Robot: Cosmetic changes
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
(+კატ.)
(Robot: Cosmetic changes)
'''გელათის საეპისკოპოსო''', ერთ-ერთი დიდი [[ეპარქია]] ფეოდალურ [[საქართველო]]ში. დააარსა [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფე [[ბაგრატ III (იმერეთის მეფე)|ბაგრატ III-მ]] XVI საუკუნის 20-იან წლებში მოიცავდა ტერიტორიას [[ქუთაისი]]დან, [[რიონი|მდ. რიონიდან]], [[ყვირილა|მდ. ყვირილის]] გადაღმა [[კაცხი|კაცხამდე]]. ხრეითიდან [[რაჭა|რაჭის]] მთამდე და [[ოკრიბა]]ს. გელათის ეპისკოპოსი (გენათელი) მეფის რწმუნებულად ითვლებოდა გელათის მონასტერში. კათოლიკოს [[ევდემონ I|ევდემონ ჩხეტიძის]] დროს ([[1557]]-[[1578]]) დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან [[გელათის მონასტერი|გელათის მონასტერში]] გადმოიტანეს. კათოლიკოსს საკუთრებად გადაეცა წმ. გიორგის ეკლესია. XIX საუკუნის 20-იან წლებში გელათის საეპისკოპოსო გაუქმდა და იმერეთის საეპისკოპოსოში შევიდა.
 
== ლიტერატურა ==
* '' ლომინაძე ბ.,'' გელათი, თბ., 1955;
* ''მისივე,'' გელათი (მეგზური), თბ., 1959;
* ''Меписашвили П. С.,'' Архитектурный ансамбль Гелати, Тб., 1966;
* ''ლომინაძე ბ.,'' ქსე, ტ. 3, გვ. 37, თბ., 1978
 
[[კატეგორია:საქართველოს ეპარქიები]]