იესე ბარათაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ბარათაშვილი, იესე''' ოსეს ძე (ოსეშვილი) (* [[10 ოქტომბერი]]. [[1728]] ― † [[11 აგვისტო]]. [[1786]]), [[ქართველები | ქართველი]] მწერალი, [[ქართლ-კახეთის სამეფო | ქართლ-კახეთის სამეფოს]] მდივანბეგი. ბარათაშვილის მამა - დეკანოზი ოსე (გვარად მიქაძე) სიონის ეკლესიის მღვდელი იყო. 1750-იდან ისე [[თეიმურაზ II | თეიმურაზ II-ის]] მეუღლის - ანახანუმის მდივანია, შემდეგ - მოლარეთუხუცესი. [[1758]] ამ თანამდებობიდან გადააყენეს და დატოვეს კალიგრაფ-მდივნად. [[1762]] [[ერეკლე II | ერეკლე II-მ]] სამეფო მდივნის თანამდებობა უბოძა, ხოლო 1764 წლის 25 ივნისს - თავადობა და ბარათაშვილის გვარი. შემდეგ მოღალატე თავადებთან კავშირი დასწამეს და [[1776]] მდივნობიდან გადააყენეს, წაართვეს თავადობა, მამული, ყმები და ტფილელის ყმად აქციეს. [[1777]] [[ დარეჯანი |დარეჯან დედოფლის]] მხარდაჭერით ისევ მდიბანბეგად დანიშნეს. ახალციხეში მიმავალი ბარათაშვილი გზაში ლეკებმა მოკლეს.
ბარათაშვილს ეკუთვნის ისტორიულ-ლიტერატურული ძეგლი "ცხოვრება-ანდერძი". ნაშრომი მნიშვნელოვანი წყაროა XVIII საუკუნის II ნახევრის ქართლ-კახეთის სამეფოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიისათვის. ბარათაშვილი ტიპური წარმომადგენელია მეფის სამსახურში დაწინაურებული მემამულისა, რომლის იდეალია მეფის ძლიერი ცენტრალიზებული ხელისუფლება. ბარათაშვილის ლიტერატურული თხზულებებიდან ცნობილია [[ომონიმები | ომონიმური]] რითმებით გაწყობილი "ლექსნი სამიჯნურონი" (ხელნაწერი Q - 318). ანტონ კათალიკოსის ცნობით, ბარათაშვილს ლექსად აღუწერია [[ქეთევან დედოფალი | ქეთევან დედოფლის]] ცხოვრება. ამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია. ვარაუდობენ, რომ მასვე ეკუთვნის ლექსთა კრებული "ნარგიზოვანი".
 
 
 
 
 
[[კატეგორია:ქართველები]]