გარეუბანი (თბილისის უბანი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: Cosmetic changes
ხაზი 1:
'''გარეუბანი''', ''გარეთუბანი'', ფეოდალური ხანის [[თბილისი]]ს უბანი [[მტკვარი|მტკვრის]] მარჯვენა ნაპირზე, [[კალა (ციხე)|კალას]] ჩრდილოეთითა და დასავლეთით, მისი გალავნის გარეთ.
 
გარეუბნის უკიდურესი ზღვარი ჩრდილოეთით იყო ახლანდელი [[ვერის პარკი]]ს (ყოფ. კიროვის სახელობის პარკის) მიდამოები. XVI—XVII საუკუნეებში გარეუბნის ტერიტორია ქალაქის გალავნიდან [[ქაშვეთის ეკლესია]]მდე უკვე მჭიდროდ იყო დასახლებული. გარეუბანი იყოფოდა რამდენიმე მიკროუბნად:
* მუხრანბატონიანთ უბანი — [[ავანაანთხევი]]ს ორივე მხარეს, მტკვრის პირიდან ახლანდელი ჩახრუხაძისა და ბარათაშვილის ქუჩების კუთხემდე და ვანქის უბნამდე;
* [[ვანქი]]ს უბანი — [[ვანქის მონასტერი|ვანქის მონასტრის]] მიდამოები (ახლანდელი გიორგი ათონელის ქუჩა);
* ორბელიანთ უბანი — ვანქის უბნიდან "გარეთუბნის მეიდნამდე" ანუ ყაბახამდე ([[ასპარეზი]]) ჩრდილოეთით და მტკვრამდე აღმოსავლეთით;
* შუა კარის უბანი — "დიღმის გზისა" და "შუა კარის გზის" მიდამოები — ახლანდელი პუშკინისა და მუზეუმის ქუჩებს, [[რუსთაველის გამზირი (თბილისი)|რუსთაველის პროსპექტისა]] და [[თავისუფლების მოედანი (თბილისი)|თავისუფლების მოედანს]] შორის მოთავსებული ტერიტორია.
 
XVIII საუკუნის 20-იან წლებში ოსმალებმა გააპარტახეს გარეუბანი, აქაური მოსახლეობა კი ქალაქში გადასახლდა. იმავე საუკუნის 60-70-იან წლებში იწყება გარეუბნის ხელახალი დასახლება. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების ([[1801]]) შემდეგ ქალაქის ტერიტორია სამ ნაწილად დაიყო, ერთი მათგანი იყო გარეუბანი; ამ დროიდან გარეუბანში აგებენ ევროპული ტიპის შენობებს. უბნის ცენტრი ქმნიდა მოედანს (ახლანდელი თავისუფლების მოედანი). [[1859]] წელს ადრინდელი ყაბახის ადგილას გაშენდა პარკი (ახლანდელი [[9 აპრილის ბაღი|9 აპრილის სახელობის პარკი]]; ყოფ. კომუნარების სახელობის პარკი). ამ დროისათვის გარეუბანი ახლანდელი კაკაბაძეების (ყოფ. გ. ლეონიძის) ქუჩამდე აღწევდა. XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან ქალაქის ოფიციალურ ტოპონიმიკაში გარეუბანი აღარ იხსენიება.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[თბილისი]]
 
== ლიტერატურა ==
* ''ბერძნიშვილი მ.,'' თბილისის გარეგანი სახე XVIII საუკუნეში, თბ., 1968;
* თბილისის ისტორია, შ. მესხიას რედ., თბ., 1958;
* ''ბერძნიშვილი მ.,'' ქსე, ტ. 2, გვ. 700, თბ., 1977
 
{{თბილისის უბნები}}
 
[[კატეგორია:ძველი თბილისის უბნები]]
[[კატეგორია:თბილისის ისტორია]]