ბუღა თურქის შემოსევა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ბმულები, კატ.
Robot: Cosmetic changes
ხაზი 1:
'''ბუღა თურქის შემოსევა 853-854''', [[არაბები|არაბთა]] ლაშქრობა [[თბილისის საამირო]]ს დასამორჩილებლად და ამიერკავკასიაში ხალიფის ძალაუფლების აღსადგენად. ხალიფა [[მუთავაქილმა]] (847-861) [[თბილისის ამირა]] [[საჰაკი|საჰაკ ისმაილის ძის]] წინააღმდეგ ლაშქრობა მოაწყო [[ბუღა თურქი]]ს სარდლობით. სომეხი ისტორიკოსის [[არწრუნი]]ს ცნობით ბუღას ლაშქარში 200 ათასი მეომარი ითვლებოდა. [[სომხეთი]]სა და [[აზერბაიჯანი]]ს დალაშქვრის შემდეგ 853 წლის ზაფხულში ბუღა [[საქართველო]]ს შემოესია. მას შეუკავშირდნენ [[ტაო-კლარჯეთი]]ს მთავარი [[ბაგრატ I კურაპალატი]] და [[კახეთ-ჰერეთის სამთავრო]]. [[აფხაზთა სამეფო]] კი საჰაკს მიემხრო. ბუღა თურქი [[ისანი|ისანში]] დაბანაკდა და საჰაკის წინააღმდეგ სარდალი ზირაქი გაგზავნა. ზირაქი 5 აგვისტოს მდინარე [[მტკვარი|მტკვარზე]] გავიდა და [[თბილისი|თბილისში]] შეიჭრა. არაბები ანთებულ კუპრს ისროდნენ, ქალაქში ხანძარი გაჩნდა. საჰაკი შეიპყრეს და ბუღას ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. შემდეგ ზირაქმა და ბაგრატ I-მა აფხაზთა მეფეც დაამარცხეს. მალე ბუღას ლაშქარი [[კახეთის დაბლობი]]დან მთიანეთში შეიჭრა. მთიელებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს. ამასობაში დიდი თოვლი მოვიდა. არაბებს ცხენები იელის ჭამით დაეხოცათ და დიდი ზარალი ნახეს. ბუღა საქართველოს გაეცალა და ბარდავში დაბანაკდა. მაგრამ 854 წელს ისევ შემოესია საქართველოს და [[გარდაბანი]] ააოხრა. ბუღას ლაშქრობამ დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას. არაბი ისტორიკოსის ალ-ტაბარის ცნობით მარტო თბილისში 853 წელს დაიღუპა 50 ათასი კაცი, ქალაქი თითქმის მთლიანად გადაიწვა. მაგრამ ბუღას ლაშქრობათა მიზანი მაინც მიუღწეველი დარჩა — არაბთა ბატონობის განმტკიცება არ მოხერხდა.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[მუჰამად იბნ ხალიდის შემოსევა]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]