ბურგუნდები: განსხვავება გადახედვებს შორის

Robot: Cosmetic changes
(ბოტის დამატება: frp:Burgondos)
(Robot: Cosmetic changes)
[[ფაილი:Map Burgundian Kingdom EN.png|thumb|right|230px|მეორე ბურგუნდიული სამეფო 443 და 476 წწ. შორის]]
'''ბურგუნდები''' - აღმოსავლეთ გერმანული ტომი. ძვ. წ. II საუკუნის დამლევამდე ბინადრობდნენ კ. ბურგუნდარჰოლმზე ([[ბორნჰოლმი]]). ახ. წ. I საუკუნეში დასახლდნენ კონტინენტზე [[მდინარე]]ებს [[ვისლა]]სა და [[ოდერი|ოდერს]] შორის. [[IV საუკუნე]]ში შეიჭრნენ მდინარე [[მაინი]]ს მიდამოებში. [[406]] წელს ბურგუნდებმა რაინის სანაპიროზე დააარსეს სამეფო, რომლის ცენტრი [[ვორმსი]] [[436]] წელს დაანგრიეს [[ჰუნები|ჰუნებმა]]. [[443]] წელს ბურგუნდები რომის ფედერატების უფლებით დასახლდნენ სავოიის ტერიტორიაზე. შემდეგ ისარგებლეს [[რომის იმპერია|რომის იმპერიის]] დასუსტებით, [[457]] წელს დაიკავეს მდინარე [[რონი]]ს აუზი და დაარსეს სამეფო (ცენტრი - [[ლიონი]]). ეს ერთ-ერთი პირველი ბარბაროსული სამეფო იყო დასავლეთ რომის იმპერიის მიწა-წყალზე. დიდ ძლევამოსილებას მიაღწიეს ბურგუნდებმა [[გუნდობადი]]ს მეფობაში (მის დროს ჩაიწერა „ბურგუნდთა სამართალი“). რელიგიით ისინი [[არიანელობა|არიანელები]] იყვნენ. გალებისა და რომაელების შერეულ სოფლებში ჩასახლებულ ბურგუნდებში ირღვეოდა გვაროვნული ურთიერთობა და ფეოდალური ურთიერთობა ისახებოდა. VI საუკუნის დამდეგს ბურგუნდებმა, რომლებმაც ძლიერი რომანიზაცია განიცადეს, [[კათოლიციზმი|კათოლიკობა]] მიიღეს. [[534]] წელს სამეფო საბოლოოდ შეუერთდა ფრანკთა სახელმწიფოს.
 
{{ეთნოგრაფია}}
 
[[კატეგორია:ძველი ხალხები]]