ბონი და კლაიდი (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: Interwiki standardization
Robot: Cosmetic changes
ხაზი 23:
'''ბონი და კლაიდი''' (ინგლ ''Bonnie and Clyde'')- ამერიკული ბიოგრაფიული ფილმი, გადაღებული [[1967]] წელს რეჟჳსორ [[ართურ პენი]]ს მიერ, რომელიც აღწერს [[დიდი დეპრესია|დიდი დეპრესიის]] პერიოდის მძარცველების [[ბონი და კლაიდი|ბონისა და კლაიდის]] ცხოვრებას. მიუხედავად მკვლელობებისა და ძალადობის რომანტიზაციის გამო კრიტიკისა, ფილმმა მიიღო ორი [[ოსკარი]]. 16 წლამდე ბავშვთათვის ფილმის ყურება რეკომენდებული არ არის.
 
== სიუჟეტი ==
[[ტეხასი]], 30-იანი წლები. ბონი პარკერი ([[ფეი დანაუეი]]) ცხოვრობს დედასთან, მუშაობს კაფეში და არცთუ უსაფუძვლოდ ვარაუდობს, რომ მისი ცხოვრება იქნება მოსაწყენი და უპერსპექტივო. ერთ დღესაც ის ამჩნევს კლაიდ ბეროუს ([[უორენ ბიტი]]), რომელიც ცდილობს, მოიპაროს ბონის დედის მანქანა და დაუწყებს მას საუბარს. ბონის მოეწონება კლაიდი, რომელსაც კრიმინალური წარსული აქვს. იმის დასამტკიცებლად, რომ შეიძლია იარაღის გამოყენება, კლაიდი ბონის თვალწინ გაძარცვავს მაღაზიას, მოიპარავს მანქანას და ამის შემდეგ ორივე ერთად გარბის ქალაქიდან.
 
ხაზი 40:
{{ვიკიციტატა|ბონი და კლაიდი (ფილმი)}}
 
== ისტორია ==
ფილმის ტავდაპირველი სცენარი დაწერეს დავიდ ნიმანმა და რობერტ ბენტონმა და გაუგზავნეს ის [[ფრანსუა ტრიუფო]]ს, რომელიც დაინტერესდა სცენარით. თუმცა იმ დროს უპირატესობა მიანიჭა საკუთარ პროექტს [[ფარენჰეიტი 451 (ფილმი)|ფარენჰეიტი 451]] და სცენარი [[ჟან-ლუკ გოდარი|ჟან-ლუკ გოდარს]] გაუგზავნა. გოდარის შეხედულებები ფილმზე არ ემთხვეოდა სტუდიის შეხედულებებს. საბოლოოდ სცენარი მოხვდა [[უორენ ბიტი]]სა და [[ართურ პენი]]ს ხელში. მათ მოიწვიეს მესამე სცენარისტი, რობერტ თაუნი და მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანეს სცენარში. სცენარიდან ამოიღეს ბონის, კლაიდისა და მოსის სასიყვარულო სამკუთხედი, კლაიდის [[ბისექსუალობა]] შეცვალეს [[იმპოტენცია|იმპოტენციით]], ხოლო მოსს მიანიჭეს კომიკური ხასიათი.
 
== ჯილდოები ==
[[ოსკარი]] 1968
* საუკეთესო მეორეხარისხოვანი ქალის როლი - [[ესტელ პარსონსი]]
* საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი
** ასევე წარდგენილნი იყვნენ [[ფეი დანაუეი]] - საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვანი როლისთვის; [[ჯინ ჰეკმანი]] და [[მაიკლ ჯ. პოლარდი]] - საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მეორეხარისხოვანი როლისთვის; ნომინაცია - საუკეტესო ფილმი
 
ფილმი წარდგენილი იყო [[ოქროს გლობუსი|ოქროს გლობუსზე]] 7 კატეგორიაში.
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.sensesofcinema.com/contents/06/38/bonnie_and_clyde.html Riding the New Wave: The Case of ''Bonnie and Clyde''] – Essay