ბონი და კლაიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ca:Bonnie i Clyde
Robot: Cosmetic changes
ხაზი 1:
[[სურათიფაილი:Bonnieclyde f.jpg|thumb|150px|ბონი და კლაიდი]]
'''ბონი და კლაიდი''' - ბონი პარკერი და კლაიდ ბაროუ, [[დიდი დეპრესია|დიდი დეპრესიის]] პერიოდის ცნობილი ამერიკელი მძარცველები, შეყვარებულთა დანაშაულებრივი საქმიანობის სიმბოლოები. მათ შესახებ გადაღებულია [[ბონი და კლაიდი (ფილმი)|ფილმი]]
 
== ბონი პარკერი ==
[[სურათიფაილი:Bonnie Parker BC10.jpg|thumb|left|150px|ბონი პარკერი]]
'''ბონი ელიზაბეტ პარკერი''' (Bonnie Elizabeth Parker), - დაიბადა [[1910]] წლის [[1 ოქტომბერი|1 ოქტომბერს]] ქალაქ [[როვენა]]ში, [[ტეხასი]]. როცა ის 4 წლის იყო, გარდაიცვალა მისი მამა და დედა სამი შვილითურთ გადავიდა საცხოვრებლად [[დალასი]]ს გარეუბანში. მიუხედავად სიღარიბისა, ბონი სკოლაში კარგად სწავლობდა, განსაკუთრებით [[ლიტერატურა]]ს. მოგვიანებით მან დაწერა ლექსი ”''The Story of Bonnie and Clyde''”, რომელიც გაზეთებში იქნა გამოქვეყნებული. [[1926]] წლის [[25 სექტემბერი|25 სექტემბერს]] 16 წლის პატარა ბონი (სიმაღლე 150 სმ, იწონიდა 41 კგ-ს) ცოლად გაყვა როი ტორნტონს. [[1927]] წელს დაიწყო ოფიციანტად მუშაობა კაფე ”მარკოში” აღმოსავლეთ დალასში. მეუღლე კვირების მანძილზე უჩინარდებოდა, ამიტომაც [[1929]] წელს ისინი გაცილდნენ ერთმანეთს, თუმცა ოფიციალურად არ განქორწინებულან და ბონიც სიკვდილამდე ატარებდა საქორწინო ბეჭედსა და ტატუირებას მარჯვენა მუხლზე წარწერით ”''როი და ბონი''” . დაშორებიდან მცირე ხნის შემდეგ როი დაიჭირეს და ის 5 წლით მოხვდა ციხეში.
 
== კლაიდ ბაროუ ==
[[სურათიფაილი:Klaid Barrow.jpg|thumb|left|150px|კლაიდ ბაროუ]]
'''კლაიდ ჩესტნატ ბაროუ''' (Clyde Chestnut Barrow) - დაიბადა [[1909]] წლის [[24 მარტი|24 მარტს]], ქალაქ [[ტელიკო]]ში, [[ტეხასი]]. ის იყო მე-5 შვილი ღარიბი ფერმერების ოჯახში. 16 წლისამ მიატოვა სკოლა და დაიწყო მუშაობა, თუმცა ფეხი ვერსად მოიკიდა. ის გატაცებულია ავტომობილებით და [[1926]] წელს პირველად ხვდება ციხეში ავტომობილის მოპარვის გამო. [[1930]] წელს ხვდება ბონი პარკერს. ამავე წელს ქურდობისა და შეიარაღებული თავდასხმისთვის ასამართლებენ კლაიდსა და მის ძმას, ბაკს. კლაიდს მიუსჯიან ორ, ხოლო ბაკს - 4 წელს. ბაკს იმავე წელს ათავისუფლებენ ”კარგი ყოფა-ქცევის” გამო, ხოლო კლაიდი ახერხებს ორ პატიმართან ერთად გაპარვას. გაქცევა, სავარაუდოდ, ბაკის ორგანიზებული იყო, ხოლო ბონი ასრულებდა შუამავლის როლს, მან გადასცა იარაღი ციხეში მყოფ კლაიდს. ერთი კვირის შემდეგ მას კვლავ აპატიმრებენ [[მიდლთაუნი|მიდლთაუნში]] ([[ოჰაიო]]), მიუსჯიან 14 წელს და გადაჰყავთ [[ჰანსტვილი]]ს ციხეში ([[ტეხასი]]).
 
== ერთობლივი დანაშაულები ==
[[1932]] წელს კლაიდს ვადამდე ათავისუფლებენ ციხიდან და ის უკვე ბონი პარკერთან ერთად ხელახლა იწყებს კრიმინალურ კარიერას. ბონი და კლაიდი დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდნენ [[აშშ]]-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში [[დიდი დეპრესია|დიდი დეპრესიის]] დროს. ისინი ძარცვავდნენ ბანკებს და ქმნიდნენ ქაოსს. მათ 13 მკვლელობა და 12-მდე ბანკის ძარცვა მიეწერებათ, ასევე უამრავი ძარცვა მაღაზიებსა და ბენზინგასამართ სადგურებში. ისინი ცნობილნი იყვნენ ბაროუს ბანდის სახელით. ბაკ ბაროუ [[1933]] წელს გამოდის ციხიდან და მაშინვე უერთდება ბანდას ცოლთან, ბლანშთან ერთად. მათ გარდა ბანდას კიდევ ერთი წევრი ყავს - ჯოუნსი.
 
[[სურათიფაილი:B&K.jpg|thumb|200px|ბონი და კლაიდი]]
[[ფედერალური საგამოძიებო სამსახური]] მუდმივად დასდევდა ბანდას. ის ადრინდელივით შეზღუდული არ იყო [[შტატი|შტატების]] საზღვრებით. ამიტომ ისინი თავს აფარებენ [[მისური]]ს შტატს, სადაც 20-იანი წლების ტრადიციების თანახმად იმალებოდნენ განგსტერები. ისინი ბინავდებიან სამსართულიან სახლში, მთების ახლოს, სადაც ძალიან ცუდი გზებია და მოსახერხებელი ადგილებია დასამალად. ბანდის წევრები ბევრ ფოტოებს იღებენ, განსაკუთრებით ბონი, რომელიც ცდილობს, ყველა ფოტოში ელეგანტურად გამოიყურებოდეს და ბაძავს სარეკლამო პოსტერებს.
 
მეზობლების ყურადღებას იპყრობს არა მარტო მათი უცნაური ქცევა, არამედ ისიც, რომ მათი ავტომობილები რეგისტრირებულები არიან ტეხასში. ერთ-ერთი მეზობელი მათ შესახებ ატყობინებს პოლიციას, რომელისაც ეჭვი უჩნდება, რომ ისინი [[ბუტლეგერი|ბუტლეგერები]] არიან. [[1933]] წლის [[13 აპრილი|13 აპრილს]] პოლიციის ორი მანქანა მიდის მძარცველების სახლთან, სადაც ატყდება სროლა. სროლისას სასიკვდილო ჭრილობა მიიღო ბაკმა, ხოლო მის მეუღლეს აპატიმრებს პოლიცია. დანარჩენები ახერხებენ გაქცევას. ბაროუს ბანდის სახლის დათვალიერების შემდგომ პოლიცია პოულობს უამრავ ფოტოს, რომლებზეც მძარცველები არიან გამოსახულნი. ეს ფოტოები ხდებიან დამნაშავეთა პირველი ტყუარი გამოსახულებები. ამ ფოტოების საფუძველზე მძარცველები ხვდებიან [[ფედერალური საგამოძიებო ბიურო]]ს სიებში, როგორც განსაკუთრებულა საშიში დამნაშავენი, რომლებიც ან უნდა დაიჭირონ, ან ადგილზევე გაანადგურონ.
 
== სიკვდილი ==
[[ფაილი:Bonnie and Clyde death scene.ogg|thumb|250px|ბონისა და კლაიდის მკვლელობის ადგილი]]
[[1934]] წლის [[1 აპრილი|1 აპრილს]] მძარცველებმა მოკლეს კიდევ ორი პოლიციელი. სულ 2 წლის განმავლობაში მათ 9 პოლიციალი მოკლეს.
ხაზი 24:
ბევრი უშედეგო ცდის შემდეგ შერიფი ფრენკ ჰეიმერი აყობს საფარს [[ლუიზიანა]]ს გზაზე, ''შავ ტბასთან'', სადაც ბონი და კლაიდი დადიოდნენ პროდუქტებისთვის.
 
[[სურათიფაილი:Bonnie Clyde Car.jpg|thumb|left|200px|პოლიციის მიერ დაცხრილული მანქანა]]
[[1934]] წლის [[23 მაისი|23 მაისს]] გზაზე მიმავალი მძარცველების ავტომობილი დაცხრილა ექვსმა პოლიციელმა, რომელთაგან 4 იყო ტეხასელი რეინჯერი, ხოლო ორი ლუიზიანელი. მანქანაში 167 ტყვიამ გაიარა, მათგან 50-ზე მეტი ბანდიტებს მოხვდათ.
 
მიუხედავად ბონის ლექსში გამოხატვული სურვილისა, შეყვარებულები ცალ-ცალკე დაასაფლავეს, ხოლო მათი სიკვდილის ადგილას დადგეს ობელისკი. ბონის საფლავზე დღემდეა შემორჩენილი მისი დედის მიერ გაკეთებული წარწერა: ”როგორც ყველა ყვავილი ხდება ნაზი მზის სხივებისაგან, ისე ეს ძველი სამყარო ხდება უფრო კაშკაშა შენნაირების ცხოვრების შედეგად”
 
== ასახვა ხელოვნებაში ==
 
[[სურათიფაილი:Bonnie and clyde.JPG|thumb|150px|ობელისკი ბონისა და კლაიდის დაღუპვის ადგილას]]
* [[ფრიც ლანგი]]ს ფილმი ''You Only Live Once'', 1937 წ.
* დოროთი პროვაინის ფილმი ''The Bonnie Parker Story'', 1958 წ.
* [[ართურ პენი]]ს ფილმი [[ბონი და კლაიდი (ფილმი)|ბონი და კლაიდი]], 1967 წ. [[უორენ ბიტი]]სა და [[ფეი დანაუეი]]ს მონაწილეობით. ფილმი რამონატიკულად წარმოადგენს ბანდის ისტორიას
* სატელევიზიო ფილმი ''Bonnie & Clyde: The True Story'', 1992 წ.ფილმი მხოლოდ რეალურ ფაქტებს ეყრდნობა
* 2010 წლისთვის დაგეგმილია ფილმის - ''The Story of Bonnie and Clyde'' - გადაღება, სავარაუდოდ, ჰილარი დაფისა და კელვინ ზეგერსის მონაწილეობით
 
== რესურსები ინტერნეტში ==
 
{{commons|Bonnie and Clyde}}
* [http://www.odmp.org/officer.php?oid=9770 ბონისა და კლაიდის მიერ მოკლული 9 პოლიციელის სამახსოვრო გვერდი]
* [http://www.cinetropic.com/janeloisemorris/commentary/bonn&clyde/parkerpoem.html ბონის ლექსი ''The Story of Bonnie and Clyde'']
* [http://www.fbi.gov/libref/historic/famcases/clyde/clyde.htm FBI-ს ვერსია ბონისა და კლაიდის საქმის შესახებ]
* [http://www.nytimes.com/learning/general/onthisday/big/0523.html#article Headline, NY Times, May 24, 1934, ''Barrow and Woman Are Slain by Police in Louisiana Trap'']
* [http://www.cinetropic.com/janeloisemorris/commentary/bonn%26clyde/wdjones.html «Riding with Bonnie and Clyde», by W.D. Jones] (''Playboy'', November 1968)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბონი_და_კლაიდი“-დან