ბონდო არველაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+კატ.
Robot: Cosmetic changes
ხაზი 1:
'''ბონდო ვალერიანის ძე არველაძე''' (დ. [[23 მაისი]], [[1932]], [[თბილისი]]), ლიტერათურათმცოდნე, არმენისტი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1980).
 
== ბიოგრაფია ==
1956 წელს დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]] აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სომხური ფილოლოგიის განხრით. ეწეოდა ჟურნალისტურ სდაქმიანობას. მისი შრომები, რომლებიც ძირითადად ეძღვნება ქართულ-სომხური ლიტერატურულ-კულტურულ ურთიერთობას, გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ და სომხურ ენაზე. არველაძის წიგნებიდან აღსანიშნავია „ქართულ-სომხური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან“ (1967), „ნარკვევები XX საუკუნის ქართულ-სომხური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან“ (1969), „ოვანეს თუმანიანი და საქართველო“ (1969), „მეგობრობის ნათელი ფურცლები“ (1976), „ეღიშე ჩარენცი და საქართველო“ (1977), „იოსებ გრიშაშვილის პოეტური სამყარო“ (1976, თანაავტორი რ. კუსრაშვილი), „ქართულ-სომხური ლიტერატურული ურთიერთობანი XIX-XX საუკუნეებში“ (ქართული საზოგადოებისა და ხ. აბოვიანის, გ. სუნდუკიანის, ჰ. თუმანიანის შემოქმედება, 1978), „ვაჰან ტერინი“ (1985), „ძმობის ჩუქურთმა“ (ი. გრიშაშვილი და მოძმე ხალხთა მწერლობა, 1987), „საიათნოვა“ (1988) და სხვა.
 
== ლიტერატურა ==
* ''შონია მ.'', ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 194, თბ., 1997
 
{{DEFAULTSORT:არველაძე, ბონდო}}
 
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველი ლიტერატურათმცოდნეები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბონდო_არველაძე“-დან