ბიძინა ჩოლოყაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

Robot: Cosmetic changes
(Robot: Cosmetic changes)
'''ბიძინა ჩოლოყაშვილი''', კახეთის [[1659]] წლის სახალხო აჯანყების ერთ-ერთი მეთაური. XVII საუკუნის 30-იან წლებში [[კახეთის სამეფო|კახეთის სამეფოს]] [[სახლთუხუცესი]], შემდეგ [[სუფრაჯი]]. ქართლის მეფე [[როსტომი|როსტომსა]] და კახეთის მეფე [[თეიმურაზ I|თეიმურაზ I-ს]] შორის გამართულ ბრძოლაში ამ უკანასკნელის მხარეზე იყო. [[1648]] თეიმურაზის დავალებით მან ერწო დალაშქრა, რათა თიანეთი მეფისათვის დაემორჩილებინა. [[კახეთის აჯანყება 1659|კახეთის აჯანყების]] ([[1659]]) შემდეგ შაჰმა [[შალვა ქსნის ერისთავი|შალვა]] და [[ელიზბარ ქსნის ერისთავი (XVII ს.)|ელიზბარ]] ერისთავებთან ერთად ჩოლოყაშვილი ირანში გაიწვია და გამაჰმადიანება მოსთხოვა, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო. მაშინ შაჰმა იგი გადასცა იმ თურქმანებს, რომელთა მეტომეებიც კახეთის აჯანყების დროს გაწყვიტეს. ჩოლოყაშვილი წამებით მოკლეს.
 
== ლიტერატურა ==
* საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;
* ''ხანთაძე ნ.,'' ქსე, ტ. 11, გვ. 147, თბ., 1987
{{DEFAULTSORT:ჩოლოყაშვილი, ბიძინა}}
 
 
[[კატეგორია:ქართველები]]