კონსტანტინეს ნაბოძვარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
 
==დოკუმენტის შექმნის ისტორია==
ფრანკთა მეფემ [[პიპინ II]]–ის მეთაურობით ორგზის ([[754]] და [[756]] წწ.) ილაშქრეს და სასტიკად დაამარცხეს [[ლანგობარდები|ლანგობარდების]] მეფე [[აისტულფი]]. ეს უკანასკნელი კი 756 წელს იძულებული გახდა, პაპ [[სტეფან II]]–სათვის გადაეცა [[რავენას ეგზარქატი|რავენას ეგზარქატის]] მიწები ([[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის იმპერიის]] ყოფილი ტერიტორია) და [[რომის ოლქი|რომის ოლქის]] ტერიტორიები. ასე ჩაეყარა პაპების საერო ხელისუფლებას [[იტალია|იტალიაში]]. ამგვარად, VIII საუკუნეში შეიქმნა პაპების საეკლესიო სამეფო, რომელიც შემდეგ, მთელი შუა საუკუნეების მანძილზე საერთაშორისო ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
 
რავენის ეგზარქატის მიწებისა და რომის ოლქის ტერიტორიების პაპისათვის გადაცემა სათანადო აქტითაც გაფორმდა, მაგრამ ეს არცთუ ისე მისაღები აღმოჩნდა პაპებისათვის, რადგან იგი პაპებს [[კაროლინგების დინასტია|კაროლინგებისადმი]] დაქვემდებარებულს ხდიდა. მოპოვებული საერო ხელისუფლება „კანონიერი“ რომ გაეხადათ, პაპებმა დაიწყეს თავიანთი უფლებების თეორიული დასაბუთება, იმის დამტკიცება, რომ ეს საჩუქარი მომდინარეობდა არა პიპინ მოკლესაგან, არამედ იმპერატორ [[კონსტანტინე დიდი|კონსტანტინე დიდისაგან]] ([[306]]–[[337]]). ასე ჩაეყარა საფუძველი ყალბ დოკუმენტს, ე.წ. „კონსტანტინეს ნაბოძვარს“ (Donatio Konstantini).