ზემო ბოდბე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
სოფ. ზემო ბოდბის ცენტრში შემორჩენილია ნანგრევები სვეტიცხოვლის სახელობის ტაძრისა. ხალხის გადმოცემით, მისი სახელი წმ. ნინოს შემოსვლას უკავშირდება ბოდბეში, თუმცა ზოგის თქმით მეფე თამარის აგებულია. ტაძარი დანგრეულა შაჰ-აბასის შემოსევების დროს. საბჭოთა ხელისუფლებამ ის გადააკეთა კოლმეურნეობის ნაწარმის წონის შემმოწმებელ განყოფილებად (მთავარ სასწორად). ამ ტაძარს დღესაც სწირავენ საკლავს და ეს ტრადიცია ვერ აღმოფხვრა ვერც ერთმა დამპყრობელმა.
ზემო ბოდბის სამხრეთ საზღვარზე სიღნაღი - ბოდბე - დედოფლისწყაროსა და სიღნაღი - ბოდბე - მაღაროს გზათა შერთულზე გაშენებულია „დაცულტყე“. აქ ხარობს ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ჯიშის ხე-მცენარეები. ნიადაგის აგებულების საბჭოთა დროს აქ გაუშენებიათ ხელოვნურად გამოყვანილი ჯიშის ხე-მცენარეები. დაცულტყე სპეციპიკური ჰავით ხასიათდება და აქ დასვენება სასარგებლოა ფილტვებისა და თირკმელების დაავადებების მქონე ხალხისათვის. დაცულტყის მთავარ შესასვლელთან მდებარეობს ბოდბის მიუსაფარ ბავშვთა ცხრაწლიანი სკლა-ინტერნატი, ხოლო მის დასავლეთითა (ნუკრიანისკალოს მხარეს) და ჩრდლოეთით ([[მაჩხაანი]] - [[ტიბაანი]]ს მხარეს) გაშენებულია ტყეთა დიდი მასივები, სადაც ხარობს შემდეგი ჯიშის ხეები: [[მუხა]], [[წიფელი]], [[რცხილა]], [[იფანი]], [[ცაცხვი]], [[ფიჭვი]], [[ტყემალი]], [[შინდი]] და ა.შ. ამ ტყეებში ბინადრობენ გარეული ცხოველები [[მგელი]], [[ტურა]], [[მელა]], [[თახვი]] (თაჴვი ქიზიყურად), თხუნელა, [[კურდღელი]], [[ციყვი]] და ფრინველები: ტყის ქათამი, შაშვი, ქორი და ა.შ.
 
დაცულტყის პირას სამხრეთის მიმართულებით მიდის სიღნაღი - ბოდბე - მაღაროს სამანქანო გზა, რომელიც ქვემო ბოდბეში ჩადის. ეს სოფელი წარმოიქმნა მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეთა მიჯნაზე. ძველად მას ბოდბისკალო ეწოდებდა. ის დასახლებულა ზემო ბოდბის მოსახლეობით. დღევანდელი სოფლის ტერიტორია ეკუთვნოდა სოფელ ბოდბეს. ის წარმოადგენდა გლეხთა დასამუშავებელ მიწას, სადაც მათ მოჰყავდათ მარცვლეული კულტურა. სოფელს ქვემო ბოდბე ეწოდა მეოცე საუკუნის მეორე მახევარში. მისი ძველი ტოპონიმი - ბოდბისკალო აშკარად მიგვითითებს მის სამეურნეო დანიშნულებაზე. მოსახლეობის განსახლება ბოდბისკალოს მოდამოებში განაპირობა მეურნეობამ: ყანაში მუშაობა ხანგრძლივი პროცესი იყო, რის გამოც გლეხს ოჯახიდან გასვლა თვეების მანძილზე უხდებოდა. მეცხრამეტე საუკუნეში აქ გამოიყო საცხოვრისი ადგილები და მოსახლეობის მიგრაცია დაიწყო ზემო ბოდბესა და საგინაანიდან. ამას მიგვითითებს სოფლის უბნების სახელწოდებაც, მაგალითად, ზურაბაანი (შდრ. ზემო ბოდბის უბანი ზურაბაანი), რომელიც მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთ მხარეში. მოსახლეობის მიგრაცია აქ საკმაოდ სწაფად მიმდინერეობდა და დღეს ქვემო ბოდბე ერთ-ერთი დიდი სოფელია. სოფ. ქვემო ბოდბის სკოლის მიმდებარე უბანია რიყე. ეს ადგილი ერთგვარი დანიშნულების მატარებელია: აქ გამოეყოფამაღარო - ბოდბე - სიღნაღი - წნორის გზა თბილისი - დედოფლისწყაროს გზატკეცილს. აქვე მდებარეობს სოფ. ბოდბის საკრებულო. სოფლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში გაშენებულია უბანი თოღლაანი. ამ უბანს გაივლის ივრის ჭალებისაკენ მიმავალი სამანქანო გზა. თოღლაანი ესაზღვრება სოფ. ქვემო მაღაროს. მის სამხრთით გაშენებულია სიღნაღის რაიონის მოსახლეობის კუთვნილი ვენახები.
ანონიმური მომხმარებელი