სიღნაღი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
217.147.230.134-ის რედაქტირება გაუქმდა; აღდგა ბოლოს David1010-ის მიერ რედაქტირებული ვერს
ხაზი 1:
{{ინფოდაფა დასახლება
|სტატუსი = ქალაქი
|ქართული სახელი = სიღნაღი
|მშობლიური სახელი =
|ქვეყანა = საქართველო
|პანორამა =Signagi1.jpg
|პანორამის სიგანე =300px
|წარწერა = სიღნაღის პანორამა
|დროშა =
|გერბი =
|გერბის სიგანე =
|დროშის სიგანე = 41°37′N, 45°55′
|lat_dir = N |lat_deg = 41 |lat_min = 37 |lat_sec =
|lon_dir = E |lon_deg = 45 |lon_min = 55 |lon_sec =
|CoordAddon =
|CoordScale =
|ქვეყნის რუკის ზომა = 295
|რეგიონის რუკის ზომა = 295
|რაიონის რუკის ზომა = 295
|რეგიონის ტიპი = რეგიონი
|რეგიონი = კახეთი
|რეგიონი ცხრილში =
|შიდა დაყოფა =
|რაიონის ტიპი = საქართველოს ტერიტორიული მოწყობა#მუნიციპალიტეტი{{!}}მუნიციპალიტეტი
|რაიონი = სიღნაღის მუნიციპალიტეტი
|მმართველის ტიპი = მერი
|მმართველი =
|დაარსდა =
|პირველი ხსენება =
|წინა სახელები =
|სტატუსი-დან = 1801
|ფართობი = 297,8 ჰა
|მოსახლეობა = 2146
|აღწერის წელი = 2002
|სიმჭიდროვე =
|აგლომერაცია =
|ეროვნული შემადგენლობა =
|დროის სარტყელი =
|DST =
|სატელეფონო კოდი = +255
|საფოსტო ინდექსი = 4200
|საიტი = http://www.sighnaghi.org.ge/
|კატეგორია ვიკისაწყობში = Sighnaghi, Georgia
}}
[[სურათი:Signagi3.jpg|thumb|300px|სიღნაღის რესტავრირებული ქუჩა]]
[[სურათი:Signagi.jpg|thumb|300px|სიღნაღის რესტავრირებული ქუჩა]]
[[სურათი:Signagi8.jpg|thumb|left|300px|სიღნაღი]]
[[სურათი:Bodbe Monastery.JPG|thumb|300px|ბოდბის მონასტერი, სადაც წმ. ნინოა დაკრძალული.]]
'''სიღნაღი''' — ქალაქი [[კახეთი|კახეთში]], [[ქიზიყი|ქიზიყში]], [[სიღნაღის რაიონი|სიღნაღის რაიონის]] ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს რკინიგზის სადგურ წნორისწყალიდან 13 კმ-ზე. ქალაქად გამოცხადდა [[1801]] წელს. მოსახლეობა 2,1 ათასი ([[2002]] წ.). ქალაქში არის კვების და მსუბუქი მრეწველობის (სამკერვალო) მცირე საწარმოები, თეატრი.
 
სიღნაღი ექვემდებარება საქართველოს [[საპატრიარქო]]ს [[ბოდბის ეპარქია|ბოდბის ეპარქიას]] და აქ მდებარეობს ეპარქიის მღვდელმთავრის რეზიდენცია.
 
==ეტიმოლოგია==
სიღნაღი თურქული წარმოშობის სიტყვაა ([[თურქ.]] sığınak, [[აზერბ.]] sığınaq) და „აუღებელს“ ნიშნავს. მისი ძველი სახელია ჴიზიყი
 
==მდებარეობა==
ქალაქის მდებარეობა შემაღლებულ ადგილას მოსახერხებელი იყო თავდაცვითი მიზნებისთვის. ქალაქის გალავანში მოწყობილი იყო კარიბჭეები მის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სწრაფი შეხიზნისთვის.
 
სიღნაღი თელავის მსგავსად მეფისეულ მამულად ითვლებოდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ქიზიყში საერთოდ არ ყოფილა ბატონყმობა. შესაბამისად, ქიზიყი უბატონო ქვეყანა იყო და უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდა. სამოქალაქო ხელისუფლებას აქ მოურავი განაგებდა; სამხედრო განაწესის მიხედვით კი ჴიზიყი პირველ მოწინავე სადროშოს წარმოადგენდა, რომელსაც ბოდბის ეპისკოპოსი განაგებდა.
 
სიღნაღი მისი მდებარეობის წყალობით ძირითადად როგორც ხელოსანთა და ვაჭართა ქალაქი ჩამოყალიბდა. აქ რამდენიმე სავაჭრო გზა იკვეთებოდა. ძველი საქარავნო გზა გადიოდა თბილისიდან ნუკრიანის გავლით ჰერეთისაკენ და სიღნაღიდან, ანაგის გავლით, თელავისკენ.
 
==ისტორია==
სიღნაღი ამჟამად საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომლის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხუროთმოძღვრული სახე, ისევე ბუნებრივი მდებარეობა: ქალაქი განლაგებულია მაღალბორცვიან ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს.
 
სიღნაღი ქალაქად ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის მიწურულ ერეკლე მეორის მიერ აგებული ციხის ტერიტორიაზე და მის გარშემო. თუმცა არქეოლოგიური გამოკვლევიბით დგინდება, რომ ეს არეალი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჯერ კიდევ პალეოლითური, ნეოლითური და ბრინჯაოს ხანებიდან მოყოლებული.
 
სიღნაღის რაიონის ტერიტორია ადრე კამბეჩოვანის სახელით იყო ცნობილი, შემდეგ მას ჴიზიყს უწოდებდნენ. კამბეჩოვანი (კამბისენე ძველ ბერძნულ წყაროებში) ძველი წელთ. II-I საუკუნეებში შედიოდა იბერიის სამეფოს შემადგენლობაში. ახალ წელთაღირცხვაში მისი ცენტრი ქალაქი [[ხორნაბუჯი]] გახდა.
 
საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარების შემდეგ ეს მხარე დიდ მნიშვნელობას იძენს. აქ აღესრულა და დაკრძალულია წმინდა ნინო. მეფე ვახტანგ გორგასალმა ჰერეთი და მასში შემავალი კამბეჩოვანი საუფლისწულოდ აქცია და თავის ძეს, დაჩის, მისცა, ხოლო ხორნაბუჯში [[საეპისკოპოსო კათედრა]] დააარსა. ხორნაბუჯზე გადიოდა მაგისტრალური სავაჭრო-საქარავნო გზა.
 
VIII-IX საუკუნეებში, მიუხედავად არაბთა დამანგრეველი შემოსევებისა, ჰერეთი ძლიერდება და სამთავროდ ყალიბდება. XI საუკუნეში მეფე ბაგრატ III-მ კაჰეთ-ჰერეთი გაერთიანებულ საქართველოს შეუერთა, რაც საბოლოოდ დავით აღმაშენებელმა განსმტკიცა. XIII საუკუნეში ჯალალედინისა და მონღოლთა თარეში კამბეჩოვანსაც შეეხო, რომელიც მონღოლთა ერთ-ერთ დუმენად (სამხედრო ოლქად) იქცა.
 
1264 წელს ბერქა ყაენის გამანადგურებელი შემოსევის დროს ხორნაბუჯის ციხეც დაეცა. ამის მერე ხორნაბუჯი, როგორც ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი, კარგავს მნიშვნელობას. მოიშალა გზები, რომლებიც ამ ქალაქზე გადიოდა. არემარე პერიფერიაზე აღმოჩნდა. კამბეჩოვნის ცენტრმა ჩრდილო-დასავლეთისკენ ჴიზიყში გადაინაცვლა, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო სამეურნეო საქმიანობა და მოსახლეობა. ეს დაახლოებით XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე მოხდა.
 
ჴიზიყი მნიშვნელოვნად გაძლიერდა XVIII საუკუნეში ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის დროს (1744-1798). სიღნაღის ქალაქად ჩამოყალიბება სწორედ ამ დროს ხდება. მეფე ერეკლეს ბრძანებით 1770 წელს შედგენილ ქალაქთა ნუსხაში სიღნაღიც არის მოხსენიებული. სიღნაღის ციხე-გალავნის აშენებდა მეფე ერეკლე.
 
რუსეთთან მიერთების შემდეგ სიღნაღი მაზრად გადაკეთდა. 1938 წელს, საბჭოთა წყობილების დროს სიღნაღის რაიონი შეიქმნა.
 
1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სიღნაღი კვლავ სიღნაღის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია.
 
== ინტერნეტ რესურსები ==
{{Commonscat|Sighnaghi, Georgia}}
*[http://www.sighnaghi.org.ge/ სიღნაღის ვებ-გვერდი]
 
{{სიღნაღის რაიონი}}
{{საქართველოს ქალაქები}}
{{ესკიზი-საქართველო}}
 
[[კატეგორია:საქართველოს ქალაქები]]
[[კატეგორია:სიღნაღის მუნიციპალიტეტი]]
[[კატეგორია:კახეთის მხარის ქალაქები]]
 
[[de:Sighnaghi]]
[[en:Sighnaghi]]
[[et:Signagi]]
[[fi:Sighnaghi]]
[[lt:Signachis]]
[[os:Сигнахи]]
[[pl:Sighnaghi]]
[[ru:Сигнахи]]
[[war:Sighnaghi]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიღნაღი“-დან