ზედა ვარძია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ზედა ვარძია''', XI საუკუნის I ნახევრის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ღვთისმშობლის ეკლესია. [[ვარძია (ხარაგაულის რაიონი)|ვარძიის]] ჩრდილოეთ-დასავლეთით 3 კმ-ზე. აღმართულია მთის ფერდობზე, ხელოვნურად შექმნილ ბაქანზე. მიეკუთვნება ორნავიანი ეკლესიათა ტიპს. სამხრეთით აქვს ღია [[სტოა]]. დასავლეთი მინაშენი უფრო გვიანი ხანისაა. ნაგებია კარგად გათლილი მოწითალო-იასამნისფერი ტუფანდეზიტის კვადრებით. შიგნით მოპირკეთებულია დიდრონი თლილი ქვებით. ღრმა აფსიდით[[აფსიდი]]თ დაბოლოებული მთავარი ნავი მაღალი და ფართოა, ჩრდილოეთისა კი - დაბალი და ვიწრო. ისინი ერთმანეთიდან დაკავშირებული არიან ორ ბურჯზე დაყრდნობილი თარებით. ეკლესია შელესილი ყოფილა, შეიმჩნევა მოხატულობის კვალი. ორივე ნავი ერთიანი, ორფერდა სახურავითაა გადახურული. ეკლესია გარედან უხვადაა მორთული ჩუქურთმებით. შესასვლელის თავზე სტილიზებული [[ასომთავრული]] წარწერაა.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზედა_ვარძია“-დან