ზემო ბოდბე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
85.117.51.62-ის შესწორება გაუქმდა; აღდგა ბოლოს Gaeser-ის მიერ შესწორებული ვერსია
No edit summary
ხაზი 1:
'''ზემო ბოდბე''' — [[სოფელი]] [[ქიზიყი|ქიზიყში]], [[სიღნაღის მუნიციპალიტეტი|სიღნაღის მუნიციპალიტეტში]], (ბოდბის [[საკრებულო]]). [[გომბორის ქედი]]ს დაბოლოებაზე. ზღვის დონიდან 900 [[მეტრი]]. [[2002]] წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 739 კაცი. ზემო ბოდბე სიღნაღიდან 10 [[კილომეტრი]]ითაა დაშორებული.
 
სოფ. ბოდბე ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს [[ბოდბის ეპარქია]]ს.
ხაზი 6:
ბოდბის საკრებულო მოიცავს ორ სოფელს: ზემო ბოდბესა და ქვემო ბოდბეს. ძველად ბოდბის ტერიტორია შედარებით ვრცელი იყო, ვიდრე დღეს; მის დაქვემდებარებაში შედიოდა სოფ. ქედელი, სადაც ქართველთა განმანათლებლის [[წმინდა ნინო]]ს საფლავი და მისივე სახელობის დედათა მონასტერი მდებარეობს, ტერიტორიულად ერთიანდება სიღნაღის ფარგლებში, თუმცა დღემდე ბოდბის ერთ-ერთ უბნად მიიჩნევენ. ქედლის გარდა ბოდბეში გამოყოფენ საგინაანის უბანს. საგინაანი ნასოფლარია. დღეს მის მიწაზე ვხვდებით ქვითკირის ფრაგმენტებს, რომელიც ძველი სახლების ნანგრევების სახით შემორჩა. დღეს აქ საქონლის საზაფხულო საძოვრებია, მოსახლეობა კი აღარ ცხოვრობს. ნაწილი გადასახლდა [[ქვემო ბოდბე]]ში, ზოგი - ზემო ბოდბის თაქლის უბანში, ზოგიც - სოფელ [[ხირსა]]ში, მცირე ნაწილი კი - [[დედოფლისწყარო]]ში. საგინაანში გარდაიცვალა წმ. ნინო ქართველთა განმანათლებელი და მისი გარდაცვალების ადგილას აგებულია გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც, გადმოცემის თანახმად, წმ. ნინოს მიძინების სახელობისაა. დღესდღეობით ტაძარი არ მოქმედებს. მეფე ერეკლემ ქიზიყის ეკონომიკური განვითარების მიზნით აქ გადმოასახლა მოვაჭრე [[სომხები]], რის გამოც საგინაანს "ნასომხარსაც" უწოდებენ ქიზიყელები. აქვე მდებარეობს ნანგრევი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძრისა, რომელიც დღეს ნიშის სახით აღადგინადგილობრივმა მოსახლეობამ. ენკენისთვის 21-ში აქ ბოდბის მოსახლეობა აღნიშნავს ღვთისმშობლის შობის ღესასწაულს და საკლავის შეწირვის რიტუალს ასრულებენ, რაც ტრადიციადაა ქცეული ხალხში. საგინაანელებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის შემოგარენზე ჰქონდათ ზედაშები, სადაც ინახავენ ღვინოს ყოველწლიურად ღვინობისთვეში და ძირითადად იყენებენ რელიგიურ დღესასწაულებზე, როდესაც ზედაშეზე გადიან. როგორც გადმოცემებიდანაა ცნობილი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე შეწირული საკლავის სისხლს შეურევდნენ ზედაშეში შენახულ ღვინოს და სვამდნენ. საგინაანშივე მდებარეობს წყალსაქაჩი, რომელიც მდინარე ბოხრის (ბოჴორი - ასე ეწოდება მას ქიზიყურ დიალექტზე) წყალს წმენდს სხვადასხვა მინარევისაგან და სასმელად გამოიყენებს სიღნაღის რაიონის მოსახლეობა.
 
[[ბოხორის უღელტეხილი|ბოხრის უღელტეხილის]] (ბოჴრის) შესართავიდან გომბორის ქედის ძირას მდებარეობს კოთხეი (კოთჴევი), რომელსაც ბოდბელები სატყეო-სამუერნეო დანიშნულებით იყენებენ. კოთხევის (კოთჴევის) ზემოთ, ბოდბე - წნორის გზაზე გომბორის ქედზე გაშენებულია ზურაბაანის უბანი. ის ერთ-ერთი ძველი დასახლებაა ბოდბის ტერიტორიაზე. ზურაბაანის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს გორაკი - კატოს ფერდა, მის ჩრდილოეთით გრძელდება [[ბოხორი|ბოხრის]] (ბოჴრის) [[უღელტეხილი]], ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით მილაურის უბანია, სადაც ტყეა გაშენებული. მილაურიდან გადადის სოფ. ქვემო მაჩხაანისაკენ მიმავალი ბილიკები. ზურაბაანი მთავრდება სოფლის სკოლასა და სასაფლაოსთან. სოფლის საბავშვო ბაღიდან ბოდბე - სიღნაღის გზაზე მდებარეობს უბანი თაქლა, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საგინაანელებითაა დასახლებული.
 
სოფ. ზემო ბოდბის ცენტრში შემორჩენილია ნანგრევები სვეტიცხოვლის სახელობის ტაძრისა. ხალხის გადმოცემით, მისი სახელი წმ. ნინოს შემოსვლას უკავშირდება ბოდბეში, თუმცა ზოგის თქმით მეფე თამარის აგებულია. ტაძარი დანგრეულა შაჰ-აბასის შემოსევების დროს. საბჭოთა ხელისუფლებამ ის გადააკეთა კოლმეურნეობის ნაწარმის წონის შემმოწმებელ განყოფილებად (მთავარ სასწორად). ამ ტაძარს დღესაც სწირავენ საკლავს და ეს ტრადიცია ვერ აღმოფხვრა ვერც ერთმა დამპყრობელმა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზემო_ბოდბე“-დან