ესპანეთის იმპერია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
correct map of the Spanish Empire, can someone translate the legend from en:Spanish Empire? Thanks!
tweak, see previous summary
ხაზი 1:
[[სურათი:Spanish Empire Anachronous 0.PNG|thumb|500px|ესპანეთის კოლონიური იმპერია.]]
'''ეპანეთის იმპერია''' '''''ესპანეთის კოლონიური იმპერია'''''; ({{lang-es|''Imperio colonial español''}}) - [[ესპანეთი]]ს სამფლობელო, რომელიც იქმნებოდა XV საუკუნის დასასრულიდან. იარსება XIX საუკუნის დასაწყისამდე. შედგებოდა კოლონიური სამფლობელობისაგან [[ამერიკა]]ში, შორეულ აღმოსავლეთსა და [[აფრიკა]]ში. [[XV საუკუნე]]ში ესპანეთმა დაიპყრო [[კანარის კუნძულები]] და ტერიტორიები აფრიკის ჩრდილოეთ-დასავლეთ სანაპიროზე. [[ქრისტეფორე კოლუმბი|კოლუმბის]] აღმოჩენათა ([[1492]]-[[1504]]) შემდეგ დაარსდა პირველი ესპანური ახალშენები კ. ესპანიოლაზე ([[ჰაიტი (კუნძული)|ჰაიტი]]), საიდანაც ესპანელები ამერიკის მატერიკის სიღრმეში შეიჭრნენ. [[ვასკო ნუნიეს დე ბალბოა]]ს ([[1513]]), [[ერნან კორტესი]]სა და მისი კაპიტნების ([[1519]]-[[1525]]), [[ფრანსისკო პისარო]]ს ([[1532]]-[[1534]]) და სხვ. კონკისტადორთა ექსპედიციების შედეგად ესპანეთი გაბატონდა [[მექსიკა|მექსიკის]], [[კალიფორნია|კალიფორნიის]], [[ფლორიდა|ფლორიდის]], ცენტრალური და მთელი სამხრეთ ამერიკის (გარდა [[ბრაზილია|ბრაზილიისა]] და გვიანისა) ტერიტორიაზე. ამის შემდეგ ესპანეთმა დაიწყო [[პორტუგალია|პორტუგალიის]] წინააღმდეგ ბრძოლა სამხრეთ-აღმოსავლეთ [[აზია|აზიის]] კუნძულებზე გაბატონებისათვის. [[ფერნანდო მაგელანი]]ს ექსპედიციამ [[1521]] წელს მიაღწია კუნძულებს , რომელთაც შემდეგში [[ფილიპინების კუნძულები]] ეწოდა. [[1570]]-[[1571]] წწ. ესპანელები განმტკიცდნენ ვისაის კუნძულებსა და კ. ლუსონზე, ადგილობრივი მოსახლეობის დიდი წინააღმდეგობის გამო, კ. [[მინდანაო]]ს დასავლეთი ნაწილი და [[სულუს არქიპელაგი]] მათ მხოლოდ XIX საუკუნის შუა წლებში დაიმორჩილეს. XVII საუკუნის ესპანეთმა გააფართოვა თავისი სამფლობელოები [[წყნარი ოკეანე|წყნარ ოკეანეში]], დაეუფლა მარიანასა და კაროლონის კუნძულებს. ესპანეთი სასტიკად ახშობდა აბორიგენთა წინააღმდეგობას, თითქმის ამოწყვიტა ისინი და ამგვარად ეს სამფლობელოები [[XIX საუკუნე]]მდე შეინარჩუნა. მეფისა და კონკისტადორთა შორის მიღწეული კომპრომისის შედეგად ესპანეთის კოლონიურ სამფლობელოებში დამკვიდრდა ენკომიენდოს სისტემა, ინდიელები მეფის თავისუფალ ვასალებად გამოაცხადესხოლო მათი ექსპლუატაციის უფლება განუსაზღვრელი ვადით და გარკვეული პირობებით კოლონიზატორებს მიეცათ.