ივანე ბუნინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: pnb:آئیون بونن
Add image from http://tools.wikimedia.de/~emijrp/imagesforbio/
ხაზი 1:
[[ფაილი:Buninturzhansky.jpg|thumb|right|ივანე ბუნინი]]
 
'''ივანე ბუნინი''' ({{lang-ru|''Иван Алексеевич Бунин''}} დ. [[22 ოქტომბერი]], [[1870]], [[ვორონეჟი]], — გ. [[8 ნოემბერი]], [[1953]], [[პარიზი]]) — რუსი მწერალი. დაიბადა გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. ბავშვობა სოფელში გაატარა. ხელმოკლეობის გამო ადრე მოეკიდა დამოუკიდებელ ცხოვრებას. [[1887]] წელს პირველად გამოაქვეყნა ლექსი ”ნადსონის საფლავზე”, [[1891]] წელს კი გამოსცა კრებული ”ლექსები”. [[1901]] წელს პოემისათვის ”ფოთოლცვენა” [[პუშკინი|პუშკინის]] სახელობის პრემია მიენიჭა. ადრეული პერიოდის თხზულებაში ბუნინი ყურადრებას ამახვილებდა გლეხობის მძიმე მდგომარეობაზე (”ნეფედკა”, ”ტანკა”, ”ცნობები სამშობლოდან”, ”ცხრა მთას იქით” და სხვა). იმ ხანებში გაიცნო [[მაქსიმ გორკი]], მისი მეშვეობით დაუახლოვდა გამომცემლობა ”ზნანიეს” გარშემო შეკრებლ დემოკრატ მწერლებს. [[1905]] წელს რევოლუციის წინა პერიოდი საზოგადოებრივი აღმავლობა ბუნინის ლექსებში (”ჯორდანო ბრუნო”, ”ბრძენთ” და სხვა) და მოთხრობებშიც აისახა, თუმცა იგი რევოლუციურ შეხედულებებს არ იზიარებდა. ბუნინის ბევრ მოთრობაშია ნაჩვენები დაბეჩავებული ხალხის ტრაგედია, მისი უმეცრება, ჩამორჩენილობა (”იგნატი”, ”ღამის საუბარი”, ”ძველი კაცი”, ”მხიარული ეზო”), თუმცა ამასთან ერთად, ნათელი ფერებითაა დახატული უბრალო რუსი ადამიანის სულიერი სილამაზეც, ნიჭიერება, შრომისმოყვარეობა (”ზახარვორობიოვი”, ”ქნარზე დამკვრელი როდიონი”, ”ჭრიჭინა” და სხვა. ბუნინის ნიჭი საყოველთაოდ იქნა აღიარებული: [[1909]] წელს [[პეტერბურგი|პეტერბურგის]] მეცნიერებათა აკადემიამ საპატიო აკადემიკოსად აირჩია. ბუნინი ბევრს მოგზაურობდა. აღმოსავლეთში მოგზაურობაზე დაწერა ნარკვევების ციკლი ”მზის ტაძარი”. [[1920]] წელს ბუნინი [[საფრანგეთი|საფრანგეთში}} გაიხიზნა. [[ემიგრაცია|ემიგრაციაში]] ყოფნის პერიოდში მორალურ-ზნეობრივ თემებზე შექმნილი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია მოთხრობები: ”მიტიას სიყვარული”, ”კორნეტ ელაგინის საქმე”, რომანი ”არსენიევის ცხოვრება”, ნოველების ციკლი ”ბნელი ხეივნები”. ბუნინმა დაწერა აგრეთვე წიგნი ”ტოლსტოის განთვისუფლება”, ”მოგონებები”, და სხვა. ბუნინის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თარგმანებს. მან თარგმნა [[ჰენრი ლონგფელო|ჰენრი ლონგფელოს]] ”ჰაიავატის სიმღერა”, [[ჯორჯ ბაირონი|ჯორჯ ბაირონის]] ”კაენი”, ”მანფრედი” და სხვა. [[1933]] წელს ბუნინს [[ნობელის პრემია]] მიენიჭა.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ივანე_ბუნინი“-დან