არენგა: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

22:48, 28 სექტემბერი 2006-ის ვერსია

არენგა (Arenga), ხისებრი პალმების გვარი. ტანადი მცენარეებია (15 მ), აქვთ ფართო ვარჯი და მუქი მწვანე (ქვემოდან მოვერცხლისფრო) ფრთისებრი ფოთლები. ცნობილია 11 სახეობა. გვხვდება ინდოეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მალაის არქიპელაგზე, ფილიპინების, კაროლინისა და სხვა კუნძულებზე. პრაქტიკულად მნიშვნელობა აქვს შაქრის პალმას.