ბაქტერიოფაგები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: bn:ব্যাক্টেরিওফাজ
Robot: Cosmetic changes
ხაზი 1:
[[სურათიფაილი:Bacillus anthracis Lyse.jpg|thumb|ფაგის მიერ გამოწვეული «მინისებრი» ლიზისი ციმბირის წყლულის ნაზარდზე]]
[[ფაილი:LouisPasteurMonumentLille.jpg|thumb|პასტერის ინსტიტუტი, პარიზი]][[სურათიფაილი:ბაქტერიოფაგი.jpg|thumb|ბაქტერიოფაგის სტრუქტურა]]
'''ბაქტერიოფაგები''' (ფაგები) ([[ბერძნ.]] φάγος — შთანთქმა) — [[ვირუსები]], რომლებიც შერჩევით ანადგურებენ ბაქტერიულ უჯრედებს. ფაგები ვირუსების ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფია. დღეისათვის შესწავლილია 100-მდე ბაქტერიული გვარის მიმართ სპეციფიური 4000-მდე ბაქტერიოფაგის იზოლატი. მათგან ყველაზე სრულად შესწავლილია T4 ბაქტერიოფაგი. ხშირად ბაქტერიოფაგები ბაქტერიების შიგნით მრავლდება და მათ ლიზისს იწვევს.
 
=== ისტორია ===
* [[1896]]: ერნესტ ჰანკინმა შენიშნა, რომ [[ინდოეთი]]ს მდინარეებს ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნდა
* [[1898]]: რუსმა ბაქტერიოლოგმა [[ნიკოლაი გამალეა]]მ შენიშნა, რომ [[ციმბირის წყლული]]ს გამომწვევი ბაცილების ფილტრატი იწვევდა ციმბირის წყლულის გამომწვევი მიკროორგანზმების ახალი კულტურების [[ლიზისი|ლიზისს]].
* [[1915]]: ინგლისელმა ბაქტერიოლოგმა [[ფრედერიკ ტუორტი|ფრედერიკ ტუორტმა]] აღმოაჩინა [[სტაფილოკოკები]]ს კოლონიების «მინისებრი გარდაქმნა». ასეთი გარდაქმნილი კოლონიების შეტანა სტაფილოკოკის ახალ კულტურებში ანალოგიურ ფენომენის წარმოქნას. თავისი დაკვირვების შესახებ ფ. ტუორტი ჟურნალ ლანცეტში (J. Lancet, 1913) წერდა, რომ «მინისებრი გარდაქმნის» მიზეზი შესაძლებელია იყოს [[ფერმენტი]] ან ბაქტერიის დამაზიანებელი აგენტი ე.წ ბაქტერია-ვირუსი "bacteria virus".
* [[1915]]: ქართველმა ბაქტერიოლოგმა [[გიორგი ელიავა]]მ შენიშნა [[ქოლერის ვიბრიონი]]ს (Vibrio cholerae) კულტურებზე თვითლიზისის მოვლენა.
* [[1917]]: ფელიქს დ'ჰერელმა, პარიზის პასტერის ინსტიტუტში მოღვაწე კანადელმა ბაქტერიოლოგმა , მეცნიერული ახსნა მოუძებნა სპონტანური ლიზისის ფენომენს. [[დიზენტერია|დიზენტერიით]] დაავადებული ადამიანებიდან გამოყოფილ შიგელებზე დაკვირვების საფუძველზე მან დაასკვნა, რომ ბაქტერიების ლიზისი განპირობებული იყო უჩინარი ანტიბაქტერიული აგენტით, რომელიც ბაქტერიის ვირუსი უნდა ყოფილიყო და მას ბაქტერიის მშთანთქმელი ანუ "ბაქტერიოფაგი" დაარქვა.
* [[1923]]: გიორგი ელიავას თაოსნობით საქართველოში დაარსდა ბაქტერიოფაგების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი.
* [[1925]]: ოთხი პაციენტი ბუბონური დაავადებით წარმატებით განიკურნა.
ხაზი 16:
 
=== '''კლასიფიკაცია ''' ===
[[ვირუსები]]ს კლასიფიკაციის საერთაშორისო ცენტრის მონაცემებით ბაქტერიოფაგები იყოფა 13 ოჯახად, რომლებშიც გაერთიანებულია 31 გვარი.
 
{| class="wikitable"
ხაზი 50:
|}
 
=== გავრცელება ===
[[სურათიფაილი:Phage.jpg|thumb|T1-კოლიფაგები ბაქტერიული უჯრედის გარშემო (Podoviridae), ელექტრო მიკროგრაფია]]
ბაქტერიოფაგები შეადგენენ [[ვირუსები|ვირუსების]] ყველაზე მრავალრიცხოვან და გავრცელების ფართო არიალის მქონე ჯგუფს. გავრცელებულია ჰაერში, ნიადაგში, წყალში, განსაკუთრეით ჩამდინარე და საკანალიზაციო წყლებში, ასევე ცოცხალ ორგანზმების (ადამიანის, ცხოველების, მცენარეების) ზედაპირზე და საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. ბაქტერიოფაგები გვხვდება ყველგან, სადაც შეიძლება იყოს ბაქტერიული პოპულაცია. გვხვდება მაღალ ტემპერატურულ გარემოში, გაყინულ არეებში, ანაერობულ სივრცეებში. მგალითად, ფსიქროფილური ფაგები გვხვდება გაყინულ ხორცისა და თევზის პროდუქტეშიც. ბაქტერიოფაგები კარგად უძლებენ გამოშრობას, გაყინვას, ტემპერატურის ცვლილებას. ულტრაიისფერი და სხვა სპექტრის რადიაციები დაბალი დოზებით მათში იწვევს [[მუტაცია|მუტაციებს]].
 
 
=== ბაქტერიოფაგების მნიშვნელობა ===
ბაქტერიოფაგები სხვა მიკროორგანიზმებისაგან იმით გამოირჩევიან, რომ მარტივია მათი კულტივირება, ახასიათებთ გენერაციის ხანმოკლე პერიოდი, შთამომავლობის მრავლობითობა და შესაძლებელია ვრიონის ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა. ყოველივე ამან განაპირობა, ის რომ ბაქტერიოფაგი სამეცნიერო კვლევების ხელსაყრელ მოდელად იქცა.
 
ხაზი 61:
 
=== ფაგოთერაპია ===
ბაქტერიოფაგების გამოყენების ერთ-ერთი სფერო ანტიბაქტერიული თერაპიაა, რომელიც [[ანტიბიოტიკები]]ს მიღების ალტერნატივაა. [[ფაგოთერაპია]] [[ალტერნატიული მედიცინა|ალტერნატიულ მედიცინას]] მიეკუთვნება. [[ფაგოთერაპიის]] კლინიკური გამოყენება ხდებოდა ყოფილ საბჭოთა კავშირში, უპირატესად საბჭოთა არმიის ჯარისკაცებზე და ინტერნატებში მცხოვრებ ბავშვებზე, თუმცა კლინიკური მონაცემების შესახებ ლიტერატურა ძალიან მწირია. ბაქტერიოფაგები გამოიყენება სტრეპტოკოკური, სტაფილოკოკური, დიზენტერიული ინფექციების სამკურნალოდ. ბაქტერიოფაგის პრეპარატი შეიძლება იყოს: 1. მონოკომპონენტური ანუ ერთი ბაქტერიის მიმართ აქტიური ან 2. პოლივალენტური - რამოდენიმე ბაქტერიის მიმართ აქტიური. პოლივალენტური პრეპარატებია: პიობაქტერიოფაგი, ინტესტიფაგი, სესფაგი და სხვა. ბაქტერიოფაგების დასახელებული პრეპარატების ფორმულები შემუშავდა [[ელიავას ინსტიტუტი|ელიავას ინსტიტუტში]], თბილისში.<ref>'''Clare Murphy''', 'Red Army' virus to combat MRSA’ [http://news.bbc.co.uk/2/hi/health/6943779.stm BBC News]</ref>, რომელიც ბაქტერიოფაგების გამოკვლევის პიონერია.
 
მაღალი მუტაციური ხასიათის გამო დასავლეთში ბაქტერიოფაგს სამკურნალოდ არ გამოიყენებენ. მონაცემები ფაგოთერაპიის კლინიკურ კვლევებზე სპორადიული და გადაუმოწმებელია.
 
=== ზარალის მომტანი ბაქტერიოფაგები ===
ბაქტერიოფაგები ზარალის მომტანია წარმოების ისეთი დარგებისათვის, რომლებიც ბაქტერიულ ფერმენტაციაზე ან ბაქტერიულ კულტურებზეა დამოკიდებული. ლუდის , რძის პროდუქტების, აგრეთვე პრობიოტიკებისა და ანტიბიოტიკების მწარმოებელ ფარმაცევტულ კომპანებში, ორგანული გამხსნელების მწარმოებელ ორგანიზაციებში ბაქტერიოფაგებით დაბინძურება აფერხებს საწარმოო პროცესს და პროდუქციის ხარისხს მნიშვნელოვნად აქვეითებს. ასეთ ორგანიზაციებში ბაქტერიოფაგებით დაბინძურების წინააღმდეგ მკაცრი კონტროლი ტარდება.
 
== სქოლიო ==
{{სქოლიოს სია}}
 
== ლიტერატურა ==
* მეიფარიანი, ამირან: ბაქტერიოფაგები ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში - თბილისი : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, [[1989]]
* Kutter,E and Sulakvelidze, Al.: Bacteriophages: Biology and Applications - CRC Press, USA 2004.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://eliava-institute.org/ ელიავას ბაქტერიოფაგების ინსტიტუტი]
 
[[კატეგორია:მიკრობიოლოგია]]