ბარი (ფრინველი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: mn:Идлэг шонхор
Robot: Cosmetic changes
ხაზი 22:
 
'''ბარი''', ''გავაზი'' (Falco cherrug), მტაცებელი [[ფრინველები|ფრინველი]] [[შავარდნისნაირნი|შავარდნისნაირთა]] რიგისა. სხეულის სიგრძე 60 სმ-მდეა, ფრთების შლილი 130 სმ-მდე. დედალი მამალზე დიდია. ბუმბული ზურგზე მორუხო-მურაა, მუცელზე თეთრი, მურა ან შავლაქებიანი. ბარი ბუდობს ველისა და ტყე-ველის ზონაში, მთაში. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში. იზამთრებს თავისი გავრცელების არეალის სამხრეთ ნაწილში, აგრეთვე ინდოეთსა და აფრიკაში. ბუდეს იკეთებს კლდეზე, ზოგჯერ ხეზე და სხვის ბუდეშიც იბუდებს. დებს 3-6 კვერცხს. ბარი მსხვერპლს იჭერს ფრენისას, შეუძლია აიტაცოს მიწიდანაც. იკვებება პატარა და საშუალო ზომის ფრინველებით, თრიებით, მემინდვრიებითა და სხვა მღრღნელებით, რითაც დიდი სარგებლობა მოაქვს. ბარს წვრთიან ფრინველებზე, კურდღლებსა და ქურციკებზე სანადიროდ. საქართველოში გვხვდება ზამთრობით.
 
 
 
[[კატეგორია:შავარდნისნაირნი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბარი_(ფრინველი)“-დან