ბართლომე მოციქული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: Cosmetic changes
ხაზი 1:
[[ფაილი:Matteo di Giovanni 003.jpg|thumb|წმ. მოციქული ბართლომე]]
'''ბართლომე მოციქული''' ({{lang-he|'''תולמי‎‎‎‎‎-בר‎‎'''}}, {{lang-el|''Βαρθολομαίος''}}, {{lang-la|''Bartholomaeus''}}) - [[ქრისტეს თორმეტი მოციქული|ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი]] წარმოშობით კანას გალილეიდან იყო. ხსენების დღე - 11(24) ივნისი.
== ცხოვრება ==
სახელი ბართლომე არამეულია (תולמי‎‎‎‎‎-בר‎‎) და წარმოადგენს - (отчество) '''bar talmai''' თალმაის ძე ანუ თალომეს ძე - პტოლიმეელი ([[პეტრე მოციქული]]ც ამ სახით არის ნახსენები სახარებაში უფლის მიერ - ”ბარ იონა” ანუ იონას ძეო). ბართლომე მოციქულზე ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება (მათ.10:3; მარ .3:18; ლუკ.6:14; საქ.1:13), ამიტომ ინფორმაციის დეფიციტი ივსება წარმოდგენებით და მოსაზრებებით. მაგალითად ეგზეგეტი ფარრარი ბართლომეს აიგივებს ნათანიელთან, რომელზეც უფალმა თქვა {{ციტირება|იხილა რაჲ იესუ ნათანაელ, მომავალი მისა, და თქუა მისთჳს: აჰა ჭეშმარიტად ისრაიტელი, რომლისა თანა ზაკუვაჲ არა არს.|||(იოან.1:47)}}
* ზოგი მკვლევარი მიიჩნევს რომ, როგორც წესი ძველად ებრაელებს ჩვევად ჰქონდათ მეტსახელის მიმატება, მაგრამ ამ დროს თავად სახელი უცვლელი რჩებოდა. ხოლო სახელები: ბართლომე და ნათანიელი კი ერთმანეთისაგან განსხვავდება. რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს რომ ეს ორი სხვადასხვა პიროვნება იყო.
* ასევე შესაძლებელია რომ წმ. ბართლომეს სახელი ყოფილიყო ”ნათანიელი ბარ თალმაი” ანუ ”ნათანიელი თალმაის ძე”.
=== ქადაგება ===
[[სულთმოფენობა|სულიწმიდის გარდამოსვლის]] შემდეგ მას და [[ფილიპე მოციქული|ფილიპე მოციქულს]] (ხს. 14 ნოემბერს) წილად ხვდათ სახარების ქადაგება [[სირია]]სა და [[მცირე აზია]]ში. გზად ქადაგებისას წმინდა ფილიპეს თან ახლდა და, [[წმ. ფილიპეს და მარიამი|მარიამი]].
 
=== მოწამეობრივი აღსასრული ===
[[ფაილი:Nuremberg chronicles f 105v 2.png|thumb|ბართლომე მოციქულის წამება (ნიურემბერგის ქრონიკა, 1493)]]
[[ფაილი:st. bartlome and st. philipe russia 17.jpg|300px|thumb|left|ბართლომე და ფილიპე მოციქულთა წამება]]
იეროპოლში წარმართი ქურუმების დასმენით მოციქულები დაიჭირეს და დილეგში დაამწყვდიეს. შემდგომ უფლის რჩეულებს ჯვარცმა მიუსაჯეს. ფილიპე მოციქული თავდაღმა მიამსჭვალეს ძელს ხოლო ბართლომე გვერდულად. წამების დროს უეცრად საშინლი მიწისძვრა მოხდა. შეშინებულმა მოსახლეობამ სცადა მოციქულების განთავისუფლება. ბართლომე დაიხსნეს, ფილიპე კი წამებით აღესრულა. მალე ბართლომე მოციქულმა და ნეტარმა მარიამმა დატოვეს ქალაქი. მარიამმა ღვთის სიტყვა იქადაგა [[ლიკაონია]]ში, სადაც მშვიდობით აღესრულა (ხს. 17 თებერვალს) ხოლო ბართლომე მოციქული [[ინდოეთი|ინდოეთში]] შემდეგ კი [[სომხეთი|სომხეთში]] გაარგძელა ქადაგება. სომხეთში მეფე პოლიმიოსის [[ეშმაკეული]] ასულიც განკურნა. მადლიერმა მეფემ რა იხილა უფლის სასწაული მოინათლა დედოფალთან, ასულთან და მრავალ დიდებულთან ერთად. იხილეს რა ეს წარმართმა ქურუმებმა მეფის ძმას შტააგონეს რომ მოციქული მოეკლა. და მართლაც, ასტიაგმა შეიპყრო მოციქული და ქალაქ ალბანში (დღევანდელი [[ბაქო]]) ჯერ თავდაღმა აცვა ჯვარს შემდეგ კი ტყავი გააძრეს და ბოლოს თავი მოკვეთეს. ეს მოხდა †[[71]] წელს.
 
==== წმინდა ნაწილები ====
[[ფაილი:Catino San Bartolomeo.JPG|thumb|ჭურჭელი რომელშიც მოციქულის წმინდა ნაწილები ესვენა.]]
მოციქულის წამების შემდეგ მორწმუნეებმა მისი ცხედარი მოიპარეს და დიდი პატივით დაკრძალეს. დღესდღეობით იმ ადგილას სადაც ბართლომე მოციქული დაასაფლავეს აღმართულია სამრეკლო.<ref>[http://baku.eparhia.ru/leaflet/calendar/apostle_varfolomei_24june ბაქოში ბართლომე მოციქულის სამრეკლო]</ref> უფლის მოციქულის საფლავზე მრავალი სასწაული ხდებოდა. ასე იმყოფებოდა ქალაქ ალბანში ვიდრე იმპერატორმა ანასტასიამ †[[508]] წელს წმინდა ბართლომეს ნეშტი [[მესოპოტამია]]ში, ქალაქ ანასტასიაუპოლში (დარი) გადაასვენა.<ref>[http://days.pravoslavie.ru/Life/life4515.htm ბართლომე მოციქულის წმინდა ნაწილების გადატანა]</ref> †[[574]] წელს ქალაქი დარი სპარსეთის მეფე ხოზროემმა აიღო, ქრისტიანებმა სცადეს მოციქულის ნეშტის გადამალვა მაგრამ ვერ შესძლეს. ამიტომ გადაწყვიტეს ლუსკუმა წმინდა ნაწილებით ზღვაში ჩაეშვათ (ზოგიერთი ცნობით დაწეულმა ურჯულოებმა გადაყარეს შავ ზღვაში მოციქულის ლუსკუმა და ასევე კიდევ 4 სხვა წმინდანის სანაწილე: პაპიანე, ლუკიანე, გრიგორისა და აკაკის). ღვთის ნებით, სიწმიდე იტალიაში კუნძულ ლიპარასთან მიცურდა ხოლო სხვა დანარჩენი იტალიის სხვა ნაპირებს მიადგა: პაპიანე -სიცილიაში; ლუკიანე - მესინაში; გრიგორი - კალაბრიაში; აკაკი - ასკულუსაში. მოციქულის წმინდა ნაწილების მიბრძანება კუნძულის იმდროინდელ ეპისკოპოსს აგრაფონს ეუწყა. IX საუკუნეში [[კუნძული ლიპარა]] [[არაბეთი|არაბებმა]] აიღეს. მორწმუნეებმა აქაც წმინდა ნაწილების გარიდება შესძლეს მომხვდურებისგან და მოციქულის უხრწნელი ნეშტი კუნძულ ლიპარადან ქალაქ [[ბენევენტო]]ში გადააბრძანეს, ხოლო მოგვიანებით X საუკუნეში წმიდანის ძვლების ნაწილი ქალაქ [[რომი|რომში]] იქნა გადასვენებული.
ხაზი 19:
მოციქულ ბართლომეს წმინდა ნაწილების ერთი ნაწილი ღირსმა იოსებ მგალობელმა ვინმე უცხო ადამიანისაგან შეიძინა, რომელმაც კონსტანტინეპოლის მახლობლად მდებარე სავანეში წააბრძანა და დააბრძანა ტაძარში, რომელიც ბართლომე მოციქულის სახელზე ააშენა.
 
== აპოკრიფები ==
==იკონოგრაფია==
 
== სქოლიო ==
{{reflist}}
 
== ინტერნეტ რესურსები ==
* [http://www.orthodoxy.ge/tveni/ivnisi/11-bartlome.htm წმიდა მოციქული ბართლომე]
* [http://days.pravoslavie.ru/Life/life1280.htm ბართლომე მოციქული]
ხაზი 36:
{{მოციქულები}}
{{იესო ქრისტე}}
 
[[კატეგორია:ქრისტეს თორმეტი მოციქული]]