მეთევზეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

85.118.101.30-ის რედაქტირება გაუქმდა; აღდგა ბოლოს TXiKiBoT-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
(შინაარსი შეიცვალა 'mk'-ით)
(85.118.101.30-ის რედაქტირება გაუქმდა; აღდგა ბოლოს TXiKiBoT-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
[[სურათი:Faroese.fishfarm.jpg|thumb|300px|თევზსარეწი მეურნება [[ჩრდილოეთის ზღვა]]ში.]]
mk
'''მეთევზეობა''', სოფლის მეურნეობის დარგი, რომლის დანიშნულებაა [[თევზები|თევზის]] მოშენება წყალსატევებში, მათი მარაგის გაზრდა და ხარისხის გაუმჯობესება. მოიცავს ბუნებრივი წყალსატევებისა და ტბორულ მეთევზეობას.
 
''ბუნებრივი წყალსატევების მეთევზეობის'' დანიშნულებაა [[მდინარე]]ების, [[ტბა|ტბების]], [[წყალსატევი|წყალსატევების]], [[ზღვა|ზღვების]] თევზის მარაგის აღწარმოების გაფართოება და მისი ხარისხის გაუმჯობესება.[[ ადამიანი]]ს სამეურნეო-პრაქტიკული მოღვაწეობის სულ უფრო მზარდი მასშტაბების გამო იზრდება მისი ზემოქმედება წყლის გარემოზე (წყლების გაჭუჭყიანება, ჰიდრომშენებლობა და სხვა). ამის გამო, ხშირად ირღვევა ან ქვეითდება თევზის მარაგის აღწარმოება. ბუნებრივ წყალსატევებში თევზის მარაგის გადიდებისათვის თევზებს ხელოვნურად ამრავლებენ, ტარდება სარეწაო სახეობების აკლიმატიზაცია, თევსაშენი წყალსატევების მელიორაცია, ჰიდრომშენებლობათა კაშხლებზე აკეთებენ თევზსაშვებსა და თევზსასვლელებს, უზრუნველყოფენ წყლის დონის მყარ რეჟიმს, წმენდენ მდინარის საქვირითე ადგილებს, აგებენ თევსაშენ ქარხნებს და სხვა.
 
''ტბორული მეთევზეობის'' დანიშნულებაა თევზის გამრავლება და მოშენება სპეციალურად აგებული სათევზმეურნეო ტბორებში. მეთევზეობის ამ ფორმის ყველა პროცესს, თევზის გამრავლებიდან სასაქონლო პროდუქციის მიღებამდე, ადამიანი მართავს.
 
მეთევზეობა, როგორც მეცნიერული დისციპლინა, იკვლევს თევზსაშენი ღონისძიებების ბიოლოგიურ საფუძვლებს და თევზსაშენი პროცესების ბიოტექნიკას ([[ქვირითი]]ს ინკუბაცია, თევზების კვება და სხვა). მეთევზეობა ისწავლება სათევზმეურნეო უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტების ზოოტექნიკურ ფაკულტეტებზე, უნივერსიტეტებში.
 
[[საქართველო]]ში მეთევზეობას უძველესი ისტორია აქვს. [[ბერძნები|ბერძენი]] ისტორიკოსი [[სტრაბონი]] (I ს.) აღნიშნავს, რომ [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სანაპიროზე დასახლებულ [[ქართველები|ქართველ]] ტომთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეურნეო დარგია მეთევზეობა. გვიანდელი [[ფეოდალური ხანა|ფეოდალური ხანის]] დოკუმენტებიდან ჩანს, რომ თითქმის ყოველ ფეოდალს ჰყავდა ყმა-მეთევზეები. საქართველოს მდინარეებსა და ტბებში თევზის სიუხვე მიუთითებს [[ვახუშტი ბატონიშვილი]]. თბილისის ბაჟის ნუსხებში მოხსენიებულია, რომ ბაზარზე ხშირად გამოჰქონდათ [[ზუთხი]], [[ორაგული]] და სხვა ნედლი თევზი. საქართველოს ლანდშაფტური მრავალფეროვნება (წყალსატევების სიუხვე) საშუალებას იძლევა ტბორული მეთევზეობის განვითარებისა და თევზის ფართოდ აკლიმატიზაციისათვის. ამ მიზნით შემოყვანილია თევზის შემდეგი სახეობები: [[რიპუსი]], [[სიგი]], [[პელიადი]], [[ცისარტყელა კალმახი]], [[სარკისებრი კობრი]], [[თეთრი ამური]], [[სქელშუბლა]] და სხვა თევზები. განსაკუთრებით ნაყოფიერად განვითარდა სარკისებრი კობრის ტბორული მეურნეობა. პირველობა ამ მხრივ ეკუთვნის [[ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი]]ს სოფ. [[ჯაპანა]]ს ტბორულ მეურნეობას (1933).
 
მეთევზეობის მეცნიერული შესწავლა საქართველოში XVIII საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო. ამ მხრივ აღსანიშნავია ვახუშტი ბატონიშვილის შრომები, რომლებშიც დახასიათებულია საქართველოს მთავარი მდინარეებისა და ტბების თევზები, თევზაობის ზოგიერთი წესი და იარაღი. მეთევზეობის დარგში სამეცნიერო-კვლევით მუშობამ სისტემატური ხასიათი მიიღო საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. მეთევზეობის საკითხები შუქდებოდა ჟურნალებში: „Рыбное хозяйство“, „Рыбоводство и рыболовство“, „Вопросы ихтиологии“ და სხვა ჟურნალებში.
 
==იხილეთ აგრეთვე==
*[[თევზჭერა]]
 
==ლიტერატურა==
*'' ჯავახიშვილი ივ.,'' ქართველი ერის ისტორია, წგნ. 1, თბ., 19*60;
*''Мартышев Ф. Г.'', Прудовое рыбоводство М., 1973;
*''Черфас Б. И.'', Рыбоводство в естественных водоемах, 3 изд., М., 1956;
*''ელანიძე რ.,'' ქსე, ტ. 6, გვ. 547-548, თბ., 1983
 
[[კატეგორია:სოფლის მეურნეობა]]
 
[[ar:المزارع السمكية]]
[[bg:Рибовъдство]]
[[ca:Piscicultura]]
[[cs:Rybníkářství]]
[[de:Teichwirtschaft]]
[[en:Fish farming]]
[[eo:Fiŝbredado]]
[[es:Piscicultura]]
[[et:Kalakasvatus]]
[[fi:Kalanviljely]]
[[fr:Pisciculture]]
[[he:בריכת דגים]]
[[hr:Ribogojstvo]]
[[is:Fiskeldi]]
[[it:Itticoltura]]
[[lt:Žuvivaisa]]
[[nn:Fiskeoppdrett]]
[[no:Fiskeoppdrett]]
[[ro:Piscicultură]]
[[ru:Рыбоводство]]
[[simple:Fish farm]]
[[sv:Fiskodling]]
[[tk:Balykçylyk]]
[[zh:養殖漁業]]