მერვე ჯვაროსნული ლაშქრობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ca:Vuitena Croada
No edit summary
ხაზი 2:
 
== ისტორია ==
ლაშქრობის წამოწყების მიზეზად ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები ითვლება. ლუი შეაშფოთა [[სირია|სირიის]] მოვლენებმა, სადაც მამლუქი სულთანი ბაიბარსი ჯვაროსნული სახელმწიფოების ნარჩენებს უტევდა. ბაიბარსმა იხელთა მომენტი [[ვენეცია]]სა და [[გენუა]]ს შორის გაჩაღებული ომის შემდეგ, რის შედეგადაც მათი გავლენა სირიულ პორტებზე საგრძნობლად შესუსტდა. 1265 წლისთვის ბაიბარსმა აიღო [[ნაზარეთი]], [[ჰაიფა]], [[ტორონი]] და [[არსუფი]]. კვირპროსის [[ჰუგო III]], რომელიც [[იერუსალიმი]]ს მეფედ იყო დანიშნული, აკრაში გადმოსხდაგადმოსახლდა ქალაქის დასაცავად, მაშინ როცა ბაიბარსი ჩრდილოეთით მოიწევდა და [[სომხეთი|სომხეთსაც]] კი მოაღწია, რომელიც იმჟამად მონღოლთა დაქვემდებარებაში იყო.
 
ამ მოვლენებმა ლუი აიძულა 1267 წელს ახალი ჯვაროსნული ომი გამოიცხადებინაგამოეცხადებინა, თუმცა იმ დროისთვის ამისთვის მცირე მხარდაჭერა არსებობდა. ჟან დე ჟუანვილმა, ლუის მეშვიდე ჯვაროსნულ ომში მისი პირადი ქორონოკოსი, წასვლაზე უარი განაცხადა. ლუი მისმა ძმამ დაარწმუნა სირიის ნაცვლად [[ტუნისი|ტუნისზე]] გაელაშქრებინა, რაც მათ კარგ დასაყრდენს მისცემდა ეგვიპტეზე თავდასასხმელად, ვინაიდან ეს ლუის წინა ჯვაროსნული ლაშქრობის მიზანი იყო, ისევე როგორც მეხუთე ლაშქრობისაც (ორივე ლაშქრობა ეგვიპტეში დამარცხდა). კარლს, სიცილიის მეფეს, ხმელთაშუა ზღვის ამ რეგიონში საკუთარი ინტერესები ჰქონდა. ხოლო ტუნისის სულთანს ასევე კარგი კავშირი ჰქონდა ქრისტიანულ [[ესპანეთი|ესპანეთთან]] და მოქცევის კარგ კანდიდატად მოაზრებოდა.
 
ლუი [[აფრიკა|აფრიკის]] მიწაზე 1270 წლის ივლისში გადმოსხდაგადმოსახლდა, რაც უკიდერედაცუკიდურესად არასახარბიელო დრო გამოდგა. არმიის ძირითადი ნაწილი სასმელი წყლის დაბინძურების გამო მალე ეპიდემიამ მოიცვა, ხოლო თავად ლუი 25 აგვისტოს გარდაიცვალა "კუჭის ქრონიკული აშლილობის" გამო, კარლის ჩამოსვლიდან ერთ დღეში. მისი ბოლო სიტყვა "იერუსალიმი" იყო. კარლმა მეფედ ლუის ვაჟი ფილიპ III გამოაცხადა, მაგრამ მისი მცირეწლოვანების გამო ჯვაროსნულ ლაშქრობას თავად გაუძღვა.
 
ეპიდემიის მძვინვარების გამო ტუნისის ალყა მოიხსნა და 30 ოქტომბერს სულთანთან ხელშეკრულება დაიდო. ამ შეთანხმებით ქრისტიანებმა მოიპოვეს ტუნისში თავისუფალი ვაჭრობის უფლება, ასევე გარანტია მღვდელთა და ბერთათვის ქალაქში ცხოვრებაზე, რაც ჯვაროსნულ ლაშქრობას ნაწილობრივ წარმატებულს ხდიდა. კარლს ამ პერიოდისთვის მოკავშირედ ასევე ჰყავდა [[ინგლისი]]ს უფლისწული ედვარდი, რომელიც ხელშეკრულების დადების პერიოდში ჩამოვიდა. ტუნისის ალყის მოხსნის შემდეგ ედვარდმა აკრაზე გააგრძელა ლაშქრობა, რომელიც ჯვაროსანთა ბოლო გამაგრება იყო სირიაში. მის მიერ იქ გატარებული დრო უკვე [[მეცხრე ჯვაროსნული ომი|მეცხე ჯვაროსნულ ლაშქრობად]] ითვლება.