იან ჟიჟკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: fa:یان ژیژکا
Add image from http://tools.wikimedia.de/~emijrp/imagesforbio/
ხაზი 1:
[[ფაილი:Jan Zizka - Grunwald.jpg|thumb|right|იან ჟიჟკა]]
'''იან ჟიჟკა''' ({{lang-cs|Jan Žižka}}; დ. [[1360]], [[ტროცნოვი]]. [[ჩეხეთი|სამხრეთი ჩეხია]] - გ. [[11 ოქტომბერი]], [[1424]], [[პრშიბისლავი]]) – [[ჰუსიტური ომები|ჰუსიტური]] მოძრაობის მოღვაწე, ჩეხი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი გმირი. 1410 წელს მონაწილეობდა [[გრიუნვალდის ბრძოლა]]ში. პირველი ბრძოლა, რომელშიც ჟიჟკას სამხედრო ნიჭი გამოვლინდა იყო სუდომერჟთან ბრძოლა ([[1420]] წლის [[25 მარტი]]). იგი უნარიანად ხელმძღვანელობდა ვიტკოვის მთის დაცვას, სადაც [[პრაღა|პრაღისათვის]] ბრძოლის ბედი (1420 წ. [[14 ივლისი]]) გადაწყდა (ვიტკოვის მთაზე [[1950]] წელს გაიხსნა ჟიჟკას ძეგლი). 1420 წლიდან ჟიჟკა ტაბორიტთა პირველი ჰეტმანი იყო. 1422 წელს გადამწყვეტ ბრძოლაში დაამარცხა [[ჯვაროსნული ლაშქრობები|ჯვაროსნები]] ნემეცკიბროდთან. განდევნა ჯვაროსანთა მე-3 ლაშქრობის მონაწილენი. 1422 წელს სათავეში ჩაუდგა ტაბორიტთა მერცხენა ფრთას. 1423 წელს შექმნა ე. წ.მემარცხენე ჰუსიტთა ორებიტების ძმობა. ჟიჟკას გარდაცვალების შემდეგ (გარდაიცვალა [[1424]] წელს შავი ჭირისაგან პრშიბისლავის ალყის დროს) ამ საზოგადოების წევრები თავს „ობლებს’ ეძახდნენ. ჟიჟკამ შექმნა კარგად ორგანიზებული ჯარი, რომელიც მაღალი საბრძოლო ხელოვნებიით გამოირჩეოდა, შეიმუშავა სამხედრო წესდება და უნარიანად იყენებდა სამხედრო ტექნიკას, რამაც განაპირობა მისი არაერთი გამარჯვება.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იან_ჟიჟკა“-დან