'''ატაჰუალპა''' (*დ. დაახლ. [[1500]] ―- გ. [[29 აგვისტო]], [[1533]], [[კახამარკა]]), [[ინკები|ინკების]]ს მმართველი. მამის, უაინ[[უაინა კაპაკისკაპაკი]]ს გარდაცვალების შემდეგ, ძალაუფლებისათვის ებრძოდა თავის ძმას [[უასკარი|უასკარს]]. 1530 გაიმარჯვა და [[ინკების იმპერია|ინკების იმპერიის]] ერთპიროვნული მმართველი გახდა. ესპანელი [[კონკისტადორები]] [[პისარო, ფრანსისკო პისარო|ფ. პისაროს]] მეთაურობით [[1532]] წლის 15 ნოემბერს შევიდნენ ქ. კახამარკაში. ესპანელებმა ატაჰუალპა ქალაქში შეიტყუეს და დაატყვევეს, დიდი გამოსასყიდის საფასურად მას თავისუფლებას შეჰპირდნენ, მაგრამ გამოსასყიდის მიღების შემდეგ კონკისტადორებმა იგი ”გაასამართლეს” და ჩამოახრჩვეს.