აღაპი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: Interwiki standardization
Robot: Cosmetic changes
ხაზი 1:
'''აღაპი''' ([[ბერძნ.]] agapē - ძმური ტრაპეზი), მიცვალებულის მოსახსენებელი პურისჭამა, განკუთვნილი ეკლესია-მონასტრის კრებულისათვის. საწყისს იღებს ადრინდელი ქრისტიანობიდან, როცა ეკლესიის წევრები საღამოობით სერობაზე იკრიბებოდნენ (სიმბოლურად ეს იყო "საიდუმლოს სერობის" მოგონება). ამ დროს ასრულებდნენ [[ზიარება|ზიარებას]], არჩევდნენ საზოგადო და საეკლესიო საქმეებს. თავდაპირველად აღაპი ეკლესიის წევრთა თანასწორუფლებიანობასა და ძმობა-სიყვარულს გამოხატავდა. შემდეგ კი თანდათან დაკარგა დემოკრატიული ხასიათი და მდიდართა ღრეობად იქცა, IV საუკუნეში ადგილობრივი საეკლესიო კრებებმა ჩამოაშორეს აღაპს ზიარება, ხოლო კონსტანტინოპოლის მსოფლიო საეკლესიო კრებებმა (680 და 692) აკრძალეს აღაპის გამართვა ტაძარში და ამით საეკლესიო შინაარსი დაუკარგეს მას. აღაპი სრულიად მოისპო, აღმოსავლეთ მართლმადიდებელ ქრისტიანებში კი დიდხანს შემორჩა, როგორც წმინდანთა და გარდაცვლილ ნათესავთა მოსახსენებელი სერობა.
 
აღაპი საქართველოში ძველთაგანვე ეკლესიაში ან მონასტერში ეწყობოდა და თან ახლდა წირვა, ზოგჯერ კი - პანაშვიდიც. სააღაპო ტრაპებზე უნდა შეესვათ ღვინო მიცვალებულის ცოდვების შესანდობრად, ხოლო წირვისას მოუხსენიებინათ მისი სახელი. ზოგჯერ ეწყობოდა ე. წ. "კარგაღებული" აღაპი. ამ დროს უფასოდ უმასპინძლებოდნენ "გლახაკებს". აღაპი ეკლესია-მონასტრების გამდიდრების წყარო იყო. რამდენიმე მისი ხარჯების დასაფარავად ხდებოდა ყმების, მამულების, ფულის და სხვა შეწირვა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აღაპი“-დან