ასკულუმის ბრძოლა (ძვ. წ. 279): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ca:Batalla d'Asculum
Robot: Cosmetic changes
ხაზი 2:
|კონფლიქტი=ასკულუმთან ბრძოლა
|ნაწილი=[[პიროსთან ომი]]ს
|სურათი=[[სურათიფაილი:Rome_against_Taranto_location.png|250px]]
|სათაური=რომის და ტარენტიუმის ომში მნიშვნელოვანი ადგილები
|თარიღი=[[ძვ. წ. 279]]
ხაზი 22:
'''ასკულუმთან ბრძოლა''' იყო [[პიროსი ეპიროსიდან|პიროსსა]] და [[რომის რესპუბლიკა|რომს]] შორის მეორე ბრძოლა. ბრძოლამ ორი დღე გასტანა, საბოლოოდ პიროსმა გაიმარჯვა, თუმცა დაკარგა თავისი ძალების დიდი ნაწილი. სწორად ამ ბრძოლიდან წარმოიშვა გამოთქმა "[[პიროსის გამარჯვება]]"
 
== წინაისტორია ==
 
[[ჰერაკლიუმის ბრძოლა|ჰერაკლიუმის ბრძოლის]] შემდეგ მეტოქეებმა უკვე საკმარისად კარგად გაიცნეს ერთმანეთი. [[რომაელები|რომაელებმა]] იცნოდნენ პიროსის ყველაზე საშიში იარაღის - [[საბრძოლო სპილოები]]ს შესახებ, პიროსმა კი სათანადოდ შეაფასა რომაელთა ბრძოლისუნარიანობა. პიროსში, როგორც კარგ მხედართმთავარში, მებრძოლმა რომაელებმა დიდი სიმპატია გამოიწვიეს და მან ყველა ხერხით სცადა თავიდან აეცილებინა შემდგომი სისხლისღვრა, დაესრულებინა ომი და გამხდარიყო ამ ხალხის მოკავშირე, მაგრამ რომაელებმა მიუხედავად წაგებისა არ ისურვეს დანებება და ფარხმალის დაყრა, სანამ პიროსი იტალიის მიწაზე რჩება. ამრიკად მეორე ბრძოლა მეტოქეებს შორის გარდაუვალი გახდა.
 
== ბრძოლის მიმდინარეობა ==
 
მეორე [[ასკულუმთან ბრძოლა (ძვ. წ. 279)|ბრძოლა]] ქალაქ [[ასკულუმი|ასკულუმთან]] გაიმართა. რომაელებმა პიროსი აიძულეს დაბლობიდან მდინარის ტყიან ნაპირზე გადასულიყო, საიდანაც სპილოები ვერ მოახერხებდნენ თავდასხმას. ბრძოლა ღამემდე გაგრძელდა და გაურკვეველი იყო გამარჯვებული.
ხაზი 34:
მიუხედავად გამარჯვებისა, პიროსს ისეთი დანაკარგები ჰქონდა, რომ ომის ასე გაგრძელებას იგი ვეღარ შეძლებდა. ისტორიაში შევიდა მის მიერ წარმოთქმული ფრაზა "თუ კიდევ ერთხელ ასე გავიმარჯვებთ რომაელებთან, საბოლოოდ დაიღუპებით". დაიღუპა მის მიერ ჩამოყვანილი ჯარების დიდი ნაწილი და მისი მიახლოვებული მხედართმთავრები.
 
== შედგები ==
 
ამ ბრძოლაში პიროსმა კი გაიმარჯვა, მაგრამ ომის გაგრძელების საშუალება აღარ ჰქონდა. მისთვის ცხადი იყო რომ [[იტალია]] უნდა დაეტოვებინა. პიროსისთვის საბედნიეროთ ამ დროს მას სიცილიელმა ბერძნებმა სთხოვეს დახმარება [[კართაგენი]]ს წინააღმდეგ, რითაც პიროსს საშუალება მიეცა იძულებითიდახევა სიცილიისთვის დახმარების მოტივით აეხსნა.
 
== წყარო ==
 
* [http://ancientrome.ru/antlitr/plutarch/sgo/pyrrhus-f.htm პლუტარქე, "პარალელური ბიოგრაფიები", პიროსი]
 
[[კატეგორია:ძველი რომის ომები]]