არქეოპტერიქსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ml:ആര്‍ക്കിയോപ്റ്റെറിക്സ്
Robot: Cosmetic changes
ხაზი 1:
[[სურათიფაილი:Archaeopteryx lithographica - cast of Humboldt Museum specimen.JPG|thumb|300px|ჰუმბოლდტის მუზეუმის ნიმუში.]]
'''არქეოპტერიქსი''' ([[ბერძნ.]] archaios ([[არქეო...]]) - ძველი და pteryx - ფრთა) (Archaepteryx lithographica), უძველესი პრიმიტიული ნამარხი ფრინველი. ქალასა და ტვინის აგებულება არქეოპტერიქსს აახლოებს [[ქვეწარმავლები|ქვეწარმავლებთან]], რომელთაც იგი სხვა თავისებურებითაც (კბილოვანი ყბები, ბრჭყალიანი სამი თითი ფრთებადქცეულ წინა კიდურებზე, გრძელი კუდი, არაპნევმატური ძვლები და სხვა) ემსგავსება, მაგრამ სხეულის საერთო აგებულებით, შებუმბვლითა და ზოგი სხვა ნიშნით იგი უფრო ფრინველებს ეკუთვნის. არქეოპტერიქსს გარდამავალი ადგილი უჭირავს ქვეწარმავლებსა და ფრინველებს შორის. მისმა აღმოჩენამ დაამტკიცა ფრინველების ქვეწარმავლებისაგან წარმოშობა.
 
არქეოპტერიქსი პირველად იპოვეს [[1860]] [[ბავარია]]ში, ზოლინჰოფენის ზედა იურულ ლითოგრაფიულ ფიქლებში. სულ აღმოჩენილია სამი ჩონჩხი და ბუმბულის ანაბეჭდი.
 
== წარმოშობა ==
 
[[სურათიფაილი:Archaeopteryx 2.JPG|thumb|right|არქეოპტერიქსი (რეკონსტრუქცია).]]
რა თქმა უნდა, ქვეწარმავლებისგან ფრინველის წარმოშობა ერთბაშად არ მომხდარა; ეს პროცესი დიდხანს გრძელდებოდა.
ფიქრობენ, რომ დიდი ხნის წინ ამომწყდარი, მცირე ზომის ქვეწარმალები ხეზე ცხოვრობდნენ და ტოტიდან ტოტზე გადახტომის უნარიც ჰქონდათ. ამის გამო უკანა ფეხებზე უფრო გრძელი თითები განუვითარდათ, რომლებიც უფრო მოხერხებულად ეჭიდებოდნენ ტოტს. ერთ-ერთი თითი საწინააღმდეგო მიმართულებით იყო განვითარებული. წინა კიდურებზე მყოფი ქერცლები არქეოპტერიქსს ტოტიდან ტოტზე ხტომისას ეხმარებოდა. ამ ქერცლებიდან შემდეგ ბუმბული წრმოიშვა და წინა კიდურები თანდათან ფრთებად გადაიქცა.
ამის გამო ფრთების თითები ნაკლებად განვითარდა. ამგვარად გაჩნდა უძველესი ფრინველი - არქეოპტერიქსი, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენილი ჰქონდა ქვეწარმავლების ნიშნები.
 
{{Link FA|en}}
 
[[კატეგორია:იურიული ფრინველები]]
[[კატეგორია:დინოზავრები]]
 
{{Link FA|en}}
{{Link FA|sv}}
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არქეოპტერიქსი“-დან