არიში: განსხვავება გადახედვებს შორის

Robot: Cosmetic changes
(Robot: Cosmetic changes)
'''არიში''', ''არეში'', სტრატეგიული პუნქტი ძველ [[ჰერეთი | ჰერეთში]] (ახლანდელი სოფელი [[მთისძირი (ყვარელის რაიონი)|მთისძირი]], [[ყვარლის რაიონი]]), სავაჭრო გზაზე, რომლითაც ადრინდელ ფეოდალურ ხანაში ქართლი და კახეთი ალბანეთის შიგა რაიონებს უკავშირდებოდა. არიშზე გადიოდა (დღესაც გადის) „ცხვრის გზა“. ამ გზით ცხვარი დაღესტნის მთებში აჰყავდათ. „მატიანე ქართლისაჲს“ ცნობით, X საუკუნის დასაწყისში, [[კონსტანტინე III (აფხაზთა მეფე)|კონსტანტი]] აფხაზთა მეფისა და [[კვირიკე I]] [[კახი|კახთა]] ქორეპისკოპოსის(მთავარი) შეერთებულმა ჯარმა ჰერეთის ლაშქარი დაამარცხა და [[ვეჯინის ზავი]]ს თანახმად, [[ადარნასე პატრიკი|ადარნასე]] ჰერთა პატრიკმა კვირიკეს დაუთმო [[ორჭობი]], ხოლო კონსტანტის — [[გავაზნი]] და არიში. [[1962]] წელს მთისძირში აღმოჩნდა არაბული მონეტების განძი.
 
[[კატეგორია:ჰერეთი]]