არდაშირ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: bg:Ардашир I
Robot: Cosmetic changes
ხაზი 1:
'''არდაშირ I''' (* დაახლოებით 180 ― გ. 22 სექტემბერი, 239, სხვა ცნობებით 241), ირანის შაჰი 236-241 წლებში, [[სასანიანები|სასანიანთა დინასტიის]] ფუძემდებელი. მისი პაპა - [[ანაჰიტა|ანაჰიტას]] ტაძრის ქურუმი იყო. არდაშირ I ემსახურებოდა პარტელთა მეფე [[არტაბან V|არტაბან V-ს]] (209-224) , შემდეგ ფარსის წარჩინებულთა და ქურუმთა მხარდაჭერით აუჯანყდა მას, 224 წლის 28 აპრილს მოიპოვა გამარჯვება და ბოლო მოუღო [[არშაკიდები|არშაკიდთა]] პართულ დინასტიას.
 
 
არდაშირ I-მა 226 დააარსა სასანიანთა სახელმწიფო და მიიღო [[შაჰინშაჰი|შაჰინშაჰის]] (მეფეთმეფის) ტიტული. შემოიმტკიცა არშაკიდთა იმპერიის თითქმის ყველა სამფლობელო, რომელთაც შემდეგ მიუმატა ხორასანი, სისტანი, მიდია, სომხეთის ნაწილი და სხვა. ომები გადაიხადა რომთან სომხეთისა და მესოპოტამიისათვის. ცდილობდა აღედგინა [[აქემენიდები|აქემენიდთა]] ტრადიციები როგორც რელიგიურ, ისე კულტურულ-სახელმწიფოებრივ სფეროში.
 
 
[[კატეგორია:სასანიანთა დინასტია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არდაშირ_I“-დან