ძველი ჩინეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 11:
ქრ.შ-მდე მეოთხე საუკუნეში ჩინელებმა, ჩრდილოეთიდან მომთბარე ტომების სემოტევებისაგან საზღვრების დაცვის მიზნით, [[ციხესიმაგრე]]ები ააგეს. იმპერატორ [[ცინ შიხუანდი]]ს ბრძანებით ციხეები ერთმანეთთან კედლებით შეაერთეს. ასე წარმოიშვა "[[ჩინეთის დიდი კედელი]] ". მისი სიგრძე 4 ათას კილომეტრს აღწევდა, სიმაღლე 7 მეტრი, სიგანე კი 6,5-5,5 მეტრი იყო. ამ [[ისტორია|ისტორიული]] კედლის ნაწილებმა ჩვენამდე და მნახველს დღესაც აოცებს თავისი სიდიადითა და მასიურობით.
[[ჩინეთი]]ს მეტად ძვირადღირებული [[აბრეშუმი]] იმდროინდელი სამყაროს ქვეყნებში დიდი მოწონებით სარგებლობდა. სწორედ ამიტომ ქრ.ს-მდე მეორე საუკუნეში ჩინელებმა სავაჭრო გზა გაიყვანეს.იგი ქალაქ სიანში იწყებოდა და დასავლეთისაკენ სამხრეთისა და ჩრდილოეთის განშტოებით მიემართებოდა. სამხრეთის განშტოება [[სპარსეთი]]ს, [[მესოპოტამია|მესოპოტამიის]], [[ფინიკია|ფინიკიის]] მიწა-წყალს გაივლიდა და ქალაქ ტვიროსში მთავრდებოდა. [[ჩრდილოეთი]]ს განშტოების მარშრუტი კი შემდეგი იყო:კასპიის ზღვა-ამიერკავკასია-მდ.მტკვარი-სურამის უღელტეხილი-მდ.ფაზისი(რიონი) -ქალაქი ფაზისი- შავი ზღვა. აქედან ჩრდილოეთის განშტოება ზღვით დასავლეთისაკენ მიემართებოდა. ამ სავაჭრო გზას "აბრეშუმის დიდი გზა" ეწოდებოდა. ასე შემოვიდა აბრეშუმი საქართველოში.
==ლითონის ჩინური ფული==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ძველი_ჩინეთი“-დან