ემილ არგანი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

22:13, 24 სექტემბერი 2006-ის ვერსია

ემილ არგანი (Argand)(* 6 იანვარი, 1879, ჟენევა ― † 14 სექტემბერი, 1940, ნევშატელი), შვეიცარიელი გეოლოგი. შეისწავლა დასავლეთი ალპების აგებულება. შეადგინა ალპური გეოსინკლინის განვითარების სქემა. არგანის აზრით, ალპური გეოსინკლინი თავდაპირველად ერთიან როფს წარმოადგენდა, შემდეგ გართულდა შიგა აზევებებით, რომლებიც განვითარდნენ და უზარმაზარ დაწოლილ ნაოჭებად - შარიაჟებად გარდაიქმნენ. არგანის თეორიული შეხედულებანი მოცემულია მის შრომაში "აზიის ტექნიკა", 1922 (რუს. თარგმნა 1935). დედამიწის ქერქის დეფორმაციის მიზეზად არგანი ქერქვეშა მაგმურ დინებას მიიჩნევდა.