ესცეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 14:
===ტირონული ნიშნები===
ტიპოგრაფმა მაქს ბოლუეიგმა ივარაუდა, რომ ესცეტის საფუძველი რომაული [[ტირონული ნიშნები|ტირონული შემოკლებული ნიშნები]] "სერ"–ი და "სედ"–ი უნდა იყოს. ჰერბერტ ბრეკლე კი ამ თეზას შეეწინააღმდეგა.
 
===გამოთქმა გერმანულ ენაში===
VII-VIII საუკუნეებში [[გერმანული ენა|გერამანული ენის]] ფონეტიკაში ძველი გერმანული ენის ორი თანხმოვნისაგან, /{{IPA|t}}/ და /{{IPA|tː}}/-საგან გაჩნდა ორი ახალი, ერთმანეთისაგან განსხვავებული გამოთქმის ბგერა. მიუხედავად ამ განსხვავებისა, ამ ორი ბგერის ჩაწერა მაინც ერთნაირად ხდებოდე – ''zz'', თუმცა მათ განსასხვავებლად მალევე გაჩნდა ორი ახალი აღნიშვნა – ''sz'' და ''tz''.
 
გაორმაგებული "ესით" – ''ss'' გადმოცემული ბგერა, რომელიც [[გერმანული ენა|ძველ გერმანულ]] /{{IPA|s}}/-ს შეესაბამებოდა, განსხვავდებოდა ''sz''-თი აღნიშნული ბგერისაგან; ''ss'' გამოითქმოდა როგორც ''უხმო ალვეოლარულ–სასისმიერი ფრიკატიული ბგერა'' [ɕ], ხოლო ''sz'', როგორც ''უხმო ალვოელარული ბგერა'' [s]. მაშინაც, როცა ამ ორი ბგერის გამოთქმები თანდათან ერთმანეთს დაემთხვა, ორივე დაწერილობა მაინც შენარჩუნდა. თუმცა, ერთნაირი გამოთქმის გამო ხშირად გაურკვეველი იყო, სად რომელი უნდა დაწერილიყო.
 
დროთა განმავლობაში შეიქმნა დღეისათვის ცნობილი განაწილება სიტყვებში ''ss''–სა და ''ß''–ისა, რომელიც [[გერმანული ენა|გერმანულ ენაში]] ''sz''-ს მემკვიდრეა. დღევანდელ გერმანულში ამ ორ ბგერა შორის თავდაპირველი განსხვავება არაა შენარჩუნებული და მათი გამოთქმები იდენტურია.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ესცეტი“-დან