ბიოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ceb:Sugibuhi
ბოტის დამატება: bn:জীবনী; cosmetic changes
ხაზი 4:
ბიოგრაფია უფრო მეტია ვინემ უბრალოდ ფაქტთა (დაბადება, განათლება, სამსახური, ურთიერთობანი და სიკვდილი) ჩამონათვალი. ის ასევე ამ ფაქტებთან დაკავშირებულ ემოციური განცდების გამოცდილებას ასახავს.
 
== ადრეული ფორმები ==
პირველი ცნობილი ბიოგრაფიები ჟამთააღმწერლების მიერ იწერებოდა ანტიკური ხანის მმართველების დავალებით ძველ [[ასირია|ასირიაში]], [[ბაბილონი|ბაბილონში]], [[ძველი ეგვიპტე|ეგვიპტეში]], [[მესოპოტამია|მესოპოტამიასა]] და სხვ. ასეთი ბიოგრაფიები ქვაზე ან თიხის ტაბლეტებზე იკვეთებოდა და ამ მეთოდს [[კუნიფორმა]] ეწოდება. მაგ. ებრაული [[წმინდა წერილები]] [[ანთოლოგია|ანთოლოგიაა]] ზოგიერთი ადრეული ბიოგრაფიების არსებობისა, რომლებშიც აწერილია წინამძღოლთა, მეფეთა, ტომთა, პატრიარქთა და წინასწარმეტყველთა ცხოვრება.
 
== კლასიკური ფორმები ==
[[ძველი საბერძნეთი|ძველ საბერძნეთში]] შეიქმნა ბიოგრაფიები, რომლებიც არაობიექტურობით (მიკერძოებულობით) გამოირჩეოდა. ამ ბიოგრაფიების მიზანი კონტროვერსიული რეპუტაციის ადამიანთა დაცვა იყო. საუკეთესო მაგალითი კლასიკური ბიოგრაფიებისა არის [[ქსენოფონის მემორაბილია]], [[პლუტარხი|პლუტარხის]] პარალელური ცხოვრებანი და [[ცეზარი|ცეზარის]] ცხოვრებანი სეტონიუსის მიერ. [[რომის იმპერია|რომის იმპერიის]] ხანაში იოანეს, ლუკას და მათეს სახარებანი ბიბლიის [[ახალი აღთქმა|ახალ აღთქმაში]] ფაქტობრივად იესოს ბიოგრაფიები იყო.
 
== შუა საუკუნეები ==
შუა საუკუნეებში {[[400]]-[[1450]]) კლასიკური კულტურის დაღმასვლის პერიოდში ადრეული ისტორიის ერთ-ერთი მთავარი ჟამთააღმწერი [[რომის კათოლიკური ეკლესია]] ოყო. პირველი თანამედროვე ბიოგრაფიები ამ პერიოდში ბერებისა და წმინდა მამების მიერ შეიქმნა. მათი სუბიექტები შემოიფარგლებოდა საეკლესიო მამებით, წმინდანებით, პაპებითა და ტანჯულებით. მათი ნამუშევრების ძირითადი მიზანი ხალხის ქრისტიანობით დაინტერესება და მოქცევა იყო. ასეთი ტიპის ბიოგრაფიებს [[ჰაგიოგრაფია|ჰაგიოგრაფიას]] უწოდბენ. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაგალითი, რომელიც ამ დახასიათებაში არ ჯდება იყო სამეფო კარის მწერლის ეინჰარდის მიერ შექმნილი [[შარლემანი|შარლემანის]] ბიოგრაფია.
 
ხაზი 17:
მას შემდეგ ახალი ინტერესის სფერო გახდა ისეთი არასაეკლესიო თემები, როგორიცაა [[ხელოვნება]] - ბიოგრაფიები მხატვრებზე, მოქანდაკეებსა თუ ცნობილ პეოტებზე საყოველთაოდ პოპულარული გახდა. ამავე დროს საბეჭდი მოწყობილობის გამოგონებამ და გავრცელებამ (მე-15 საუკუნე) ასევე შეუწყო ხელი წერა-კითხვის გავრცელებას და მაშასადამე ბიოგრაფიებისადმი (ისევერ, როგორც სხვა ლიტ. ჟანრების მიმართ) ინტერესიც გაიზარდა.
 
== თანამედროვე ფორმები ==
[[1640]] წელს აიზეკ ვოლტონმა გამოსცა "ცხოვრება დონისა", პეოტ ჯონ დონის ბიოგრაფია. ეს წიგნი თანამედროვე ბიოგრაფიული წერის კომპლექსური სტილის პროტოტიპად ითვლება. [[1683]] წელს გამოიცა ისტორიაში პირველი ბიოგრაფია ინგლისურ ენაზე "პლუტარხი" ჯონ დრაიდენის მიერ. ამ ნამუშევარში ვრცლად არის აღწერილი პლუტარხის სიტყვიერი ბიოგრაფიების პოპულარიზაციის მცდელობა.
 
ხაზი 24:
მე-20 საუკუნეში ბიოგრაფები ძირითადად ცნობილი ადამიანებისა და პოლიტიკოსების ცხოვრების გადმოცემთ იყვნენ დაკავებული. ეს ნამუშევრები ძირითადად ეყრდნობოდა კორესპონდენციას, პირად დღიურებს, ინტერვიუებს, ჟურნალებსა და თემასთან პირდაპირ დაკავშირებულ სხვა მასალას. კომპიუტერული ტექნიკის განვითარების წყალობით ავტორთათვის გაცილებით ადვილი გახდა მრავალტომიანი მანუსკრიპტებისა და ათასობით გვერდიანი ბიოგრაფიების აკრეფა და ცნობილ ადამიანთა ბიოგრაფიები ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდა.
 
== მულტიმედიური ფორმები ==
მე-20 საუკუნის მიწურულსა და 21-ე საუკუნის დამდეგს ტექნოლოგიური განვითარების შედეგად ბიოგრაფიების მულტიმედიური ფორმები გაცილებით უფრო პოპულარული გახადა ლიტერატურულ ფორმებთან შედარებით. ვიზუალურმა და კინომატოგრაფიულმა ეფექტებმა პერსონალური ცხოვრების აღწერაში ახალი განზომილება შეიტანეს, ის რაც წერითი ფორმებისთვის აქამდე შეუძლებელი იყო. მულტიმედიური ფორმების პოპულარობამ განაპირობა ცალკეული ბიოგრაფიებისთვის განკუთვნილი სატელევიზიო არხების შექმნა (მაგ. A&E, The Biography Channel, The History Channel და History International).
 
[[კატეგორია:ტერმინები]]
[[კატეგორია:ლიტერატურული ჟანრები]]
Line 37 ⟶ 36:
[[be-x-old:Біяграфія]]
[[bg:Биография]]
[[bn:জীবনী]]
[[br:Buhezskrid]]
[[bs:Biografija]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბიოგრაფია“-დან