მაშრიყი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
გეოგრაფიულად '''მაშრიყი''' ({{lang-ar|‏المشرق‎}} ''ალ-მაშრიყ'', al-Mašriq, „აღმოსავლეთი“) აღნიშნავს ტერიტორიას [[ახლო აღმოსავლეთი|ახლო აღმოსავლეთში]], რომლიც ძირითადად წარმოიშვა რეგიონში [[არაბულ-ისლამური ექსპანსია|არაბულ-ისლამური ექსპანსიის]] შემდეგ VII საუკუნეში. იგი შედგება [[ეგვიპტე|ეგვიპტის]], [[ისრაელი]]ს, [[პალესტინის ავტონომიური მხარე|პალესტინის ავტონომიური მხარის]], [[იორდანია|იორდანიის]], [[სირია|სირიის]], [[ლიბანი]]სა და [[ერაყი]]საგან.
 
== სიტყვის წარმოშობა ==
სიტყვა ''მაშრიყი'' ნაწარმოებია არაბული ზმნისაგან „''შარაყა''“ ({{lang-ar2|شرق‎}}), რომელიც ნიშნავს „ამოსვლას (მზის)“, „ნათებას“. შესაბამისად, [[არაბული ენა|არაბულში]] ცნება ''მაშრიყი''“ ნიშნავს ადგილს, სადაც მზე ამოდის, ანუ აღმოსავლეთს. ამგვარად, ეს სიტყვა [[მაღრიბი]]ს საპირისპირო ცნებაა ({{lang-ar2|المغرب‎‎}}), ანუ ადგილი, ”სადაც„სადაც მზე ჩადის, დასავლეთი.“ ორივე გეოგრაფიული ტერმინი წარმოდგება VII საუკუნიდან, ადრეული [[ისლამური დაპყრობები]]ს პერიოდიდან.
 
== ეგვიპტის განსაკუთრებული სტატუსი ==
განსაკუთრებული მდგომარეობა უკავია [[ეგვიპტე]]ს, ერთის მხრივ ისტორიის, ხოლო მეორეს მხრივ თავისი მდებარეობის გამო [[აფრიკის კონტინენტი|აფრიკის კონტინენტზე]]. ეგვიპტე [[არაბულ-ისლამური დაპყრობები]]ს პერიოდიდან კულტურულად და ლინგვისტურად ''მაშრიყს'' მიეკუთვნება. დასავლეთით იგი [[მაღრიბი]]ს ქვეყნებს ესაზღვრება.
 
== ისტორია ==
VII საუკუნეში [[არაბული ექსპანსია|არაბული ექსპანსიის]] შემდეგ ''მაშრიყი'' [[უმაიადების დინასტია|უმაიადების დინასტიის]] [[ხალიფატი]]ს სამყოფელი იყო. თავდაპირველად იგი მდებარეობდა [[დამასკო]]ში, შემდეგ კი [[ბაღდადი|ბაღდადში]]. მომდევნო საუკუნეებში რეგიონზე სხვადასხვა, უმეტესად [[თურქული დინასტიები]] ავრცელებენ გავლენას. 1517-დან 1918 წლამდე რეგიონს [[ოსმანები]] მართავდნენ. 1914 წელს [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] [[პირველი მსოფლიო ომი|პირველ მსოფლიო ომში]] ჩაბმის, 1915 წელს კი [[სომხების გენოციდი]]ს შემდეგ [[მექა]]ს ემირმა, [[ჰუსეინ იბნ ალი]]მ 1916 წელს უარი თქვა ომში დაუძლურებული ოსმალეთის უზენაესობაზე. მან თავი ”არაბეთის„არაბეთის მეფედ“ გამოაცხადა. საბოლოოდ იგი [[ჰეჯაზი]]ს მეფედ იქნა აღიარებული. პარალელურად, [[ევროპის კოლონიზატორული სახელმწიფოები]] [[საიქს-პიკოს ხელშეკრულება|საიქს-პიკოს ხელშეკრულებით]] შეთანხმდნენ, რომ ''მაშრიყი'' [[გავლენის სფეროები|გავლენის სფეროებად]] დაენაწილებინათ. განისაზღვრა რეგიონის დაყოფა ბრიტანულ (თანამედროვე [[ისრაელი]]ს, [[იორდანია|იორდანიისა]] და [[ერაყი]]ს ტერიორიები) და ფრანგულ ([[ლიბანი]], [[სირია]]) გავლენის სფეროებად. 1916-19181916—1918 წლებში [[ოსმალეთის იმპერიის არაბული ტერიტორიები|ოსმალეთის იმპერიის არაბულ ტერიტორიებზე]] დასავლეთის სახელმწიფოების მხარდაჭერით წარმოებული [[არაბთა აჯანყება თურქული ბატონობის წინააღმდეგ]] და [[ჰუსეინ-მაკ-მაჰონის მიმოწერა]] 1915-19161915—1916 წლებში არაბთა მიერ შეფასებულ იქნა, როგორც არაბთა დამოუკიდებლობისადმი თანხმობის გამოხატვა. თუმცა [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთსა]] და [[საფრანგეთი|საფრანგეთს]] შორის [[საიქს-პიკოს შეთანხმება|საიქს-პიკოს საიდუმლო ხელშეკრულების]] დადების შემდეგ, რასაც რეგიონის კონტროლირებად ტერიტორიებად დანაწილება მოჰყვა, 1916 წელს ეს დამოკიდებულება შეიცვალა. ამის შემდეგ, 1917 წელს, ბრიტანელები [[ბალფურის დეკლარაცია|ბალფურის დეკლარაციით]] ებრაელებს ”ეროვნული„ეროვნული ტერიტროების“ შექმნას შეპირდნენ, რასაც შედეგად 1948 წელს [[ისრაელის სახელმწიფო]]ს დაარსება მოჰყვა. ''მაშრიყის'' თანამედროვე საზღვრები, ამგვარად, ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ მაშინდელი [[ევროპის დიდი სახელმწიფოები]]ს მიერ დადგინდა.
 
== ისრაელის განსაკუთრებული სტატუსი ==
''მაშრიყში'' ასევე განსაკუთრებულ სტატუსს ფლობს [[ისრაელი]], ერთის მხრივ თავისი ისტორიის, მეორეს მხრივ თავისი სახელმწიფოებრიობის გამო. 1947 წლის 29 ნოემბერს [[გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა|გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ]] ორი მესამედი უმრავლესობით მხარი დაუჭირა გაყოფის გეგმას, რომლის მიხედვითაც [[დასავლეთი პალესტინა]] (მთლიანი [[პალესტინა|პალესტინის]] 22 %) ებრაულ და არაბულ სახელმწიფოდ უნდა გაყოფილიყო. მანამდე აღმოსავლეთ პალესტინა [[იორდანიის სამეფო]]დ გამოცხადდა (78 %). არაბულმა სახელმწიფოებმა ამას მხარი არ დაუჭირეს და ებრაელების განადგურებით დაიმუქრნენ. 1948 წლის 14 მაისს, პარასკევ დღეს, 16:00 საათზე, [[შაბათი]]ს დაწყების წინ [[თელავივი|თელავივში]] შეიკრიბა [[ებრაელთა ეროვნული კრება]] და „ებრაელი ხალხის ბუნებრივი და ისტორიული უფლებისა და გაერთიანებული ერების პლენარულ სხდომებზე გადაწყვეტილების“ ძალით [[დევიდ ბენ გურიონი|დევიდ ბენ გურიონმა]] დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამავე ღამით, ''მაშრიყის'' [[არაბული ქვეყნები|არაბულმა ქვეყნებმა]], კერძოდ [[ეგვიპტე]]მ, [[საუდის-არაბეთი|საუდის-არაბეთმა]], [[იორდანია]]მ, [[ლიბანი|ლიბანმა]], [[ერაყი|ერაყმა]] და [[სირია]]მ ისრაელს ომი გამოუცხადეს. ამას მოჰყვა ისრაელის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა. თანამედროვე ისრაელის სახელმწიფო ებრაული ქვეყანაა. მისი სახელმწიფო ენებია [[ებრაული ენა|ებრაული]] და [[არაბული ენა|არაბული]].
 
== პოლიტიკური დაყოფა ==
''მაშრიყი'' მოიცავს ექვს დამოუკიდებელ სახელმწიფოსა და ერთ დამოკიდებულ ტერიტორიას.
 
=== სახელმწიფოები ===
* [[ეგვიპტე]]
* [[ერაყი]]
* [[იორდანია]]
* [[ლიბანი]]
* [[სირია]]
* [[ისრაელი]]
 
=== დამოკიდებული ტერიტორია ===
* [[პალესტინის ავტონომიური ტერიტორია]]
 
[[კატეგორია:ახლო აღმოსავლეთი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაშრიყი“-დან