გუბაზ II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
No edit summary
ხაზი 1:
'''გუბაზ II''', (გ. [[554]]), [[ეგრისის სამეფო|ეგრისის]] [[მეფე]] VI საუკუნის 40-50-იან წლებში, [[ბიზანტია|ბიზანტიის]] ვასალი. იგი მოხერხებულად იყენებდა ბიზანტიასა და [[ირანი|ირანს]] შორის გამართულ ბრძოლას და ცდილობდა ეგრისის სამეფოსათვის დამოუკიდებლობა მოეპოვებინა. [[541]] კავშირი შეკრა ირანის მეფე [[ხოსრო I|ხოსრო I-თან]] და აუჯანყდა ბიზანტიას. მაგრამ, როცა [[548]] ირანელთა ნამდვილი ზრახვები გამომჟღავნდა (გუბაზის მოკვლის განზრახვა, ეგრისელების აყრა თავიანთი მიწა-წყლიდან და იქ ირანელების ჩასახლება), აუჯანყდა მათ და ისევ ბიზანტიის მხარეზე გადავიდა. [[553]] ირანელებმა შეძლეს ბიზანტიისა და ეგრისის ჯარის დამარცხება, რასაც გუბაზ II ბიზანტიის სარდლების [[მარტინე|მარტინეს]], [[ბესა|ბესასა]] და [[რუსტიკე|რუსტიკეს]] უნიჭობასა და ანგარებას აბრალებდა. განაწყენებულმა ბიზანტიელმა სარდლებმა გუბაზ II მოკლეს.
 
 
[[კატეგორია:ქართველები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გუბაზ_II“-დან