ალექსანდრე პუშკინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ლინკი "ევგენი ონეგინზე"
ხაზი 43:
[[ფაილი:Alexander Puschkin.jpg|thumb|200px|left|ა. ს. პუშკინი, უცნ. ავტორი, [[გრავიურა]]]]
 
გადასახლებულ დეკაბრისტებს მიუძღვნა პუშკინმა ლექსები: "არიონი", "1827 წლის 19 ოქტომბერი", პოეტური მიმართვები პუშჩინისადმი, ციმბირში მყოფი დეკაბრისტებისადმი და სხვ. [[1830]] შემოდგომაზე სოფ. ბოლდინოში პუშკინმა დაამთავრა რეალისტური პოემა "[[ევგენი ონეგინი]]" (დაიწყო [[1823]]), რომლის მთავარმა გმირმა დასაბამი მისცა "ზედმეტი ადამიანის" სახეს რუსულ მწერლობაში. მხატვრულად სრულყოფილ, ნოვატორული ფორმის ამ "რომანში ლექსად" აისახა იმდროინდელი რუსული სინამდვილე, დედაქალაქის "მაღალი საზოგადოებისა" და პროვინციელი თავად-აზნაურების ყოფა. ავტორმა ონეგინის სკეპტიციზმსა დ ლენსკის უნიადაგო რომანტიზმს დაუპირისპირა ტატიანა ლარინა, რომლის მაღალი ზნეობა ბუნებასთან, ხალხურ ზნე-ჩვეულებებთან სიახლოვემ განაპირობა. "ბელკინის მოთხრობებით" პუშკინი რუსული რეალისტური პროზის ფუძემდებლად მოგვევლინა. მოთხრობებში: "სადგურის ზედამხედველი", "მეკუბოვე" და სხვ. დიდი თანაგრძნობით დაგვიხატა ე. წ. "პატარა ადამიანის" ცხოვრება. მსოფლიო ლიტერატურაში ფართოდ გავრცელებული სიუჟეტების მიხედვით არის შექმნილი "პატარა ტრაგედიები" ("ძუნწი რაინდი", "ქვის სტუმარი", "მოცარტი და სალიერი", "ლხინი ჟამიანობის დროს"), რომლებსაც პოეტმა ახლებური, რეალისტური ჟღერადობა მიანიჭა.
 
[[1831]] წლის თებერვალში მან ცოლად შეირთო ნატალია გონჩაროვა. ცოლ-ქმრის სასახლესთან დაახლოების მიზნით ნიკოლოზ I-მა 1833 პოეტს უბოძა მისი ასაკისა და მდგომარეობისათვის დამამცირებელი კამერიუნკრის საკარისკაცო წოდება. პოეტი იძულებული გახდა ევლო სასახლეში, სადაც ცოლ-ქმარი მალე მოექცა ინტრიგებისა და ჭორების ქსელში. კონფლიქტი პუშკინსა და "მაღალ საზოგადოებას" შორის დამთავრდა პოეტის დუელით მისი ცოლის თაყვანისმცემელ ოფიცერთან დანტესთან. [[1837]] წლის 27 იანვარს (8 თებერვალი) სასიკვდილოდ დაჭრილი პოეტი ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა.