იონოსფერო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 12:
100-110 კმ სიმაღლეებზე სპორადიულად წარმოიშვება ES ფენა, რომელიც მეტად თხელია (0,5-1 კმ), მაგრამ საკმაოდ მკვრივია. ამ ქვეფენის განსაკუთრებულ თვისებას წარმოადგენს ელექტრონების კონცენტრაციის მაღალი მნიშვნელობა (ne~105 სმ−3), რის გამოც იგი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს საშუალო რადიოტალღებისა და ხშირად მოკლე რადიოტალღების გავრცელებაზეც, რადგანაც ხდება ამ ფენიდან აღნიშნული ტალღების არეკვლა.
E ფენში თავისუფალი დამუხტული ნაწილაკების საკმაოდ მაღალი კონცენტრაციის გამო მათი მიმართული ერთობლივი მოძრაობა ქმნის ელექტრულ დენს, რომლის მაგნიტური ველი ურთიერთქმედებს რა დედამიწის მანგიტურ ველთან იწვევს დედამიწის მაგნიტური ველის დღე-ღამურ ვარიაციებს.
'''F ფენა'''
ამჟამად F გარემოს უწოდებენ მთელს იონოსფეროს 130-140 კმ-ზე მაღლა. იონების წარმოქმნის საუკეთესო პირობები 150-200 კმ-ის სიმაღლეებზეა. მაგრამ წარმოშობილი პლაზმა დიფუზიისა და იონების სიცოცხლის ხანგძლიობის შედარებით მაღალი მნიშვნელობის გამო გადანაწილდება და შედეგად ელექტრონებისა და იონების მაქსიმალური კონცენტრაცია დაიმზირება 250-400 კმ-ის სიმაღლეებზე.
დღისით მზის მძლავრი ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით სიმაღლის მიხედვით ელექრონული კონცენტრაციის განაწილებაში შეიმჩნევა საფეხურის მაგვარი წარმონაქმნი, რომელსაც უწოდებენ F1 ფენს (150—200 კმ). ეს ფენი მოკლე რადიოტალღების გავრღელებაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იონოსფერო“-დან