იონოსფერო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
'''იონოსფეროს სტრუქტურა'''
დამუხტულ ნაწილაკთა სიმკვრივის (N) მიხედვით იონოსფეროში გამოყოფენ D, Е და F ფენებს.
'''D ფენა'''
D ფენაში (60-90 კმ) დამუხტულ ნაწილაკთა კონცენტრაცია Nmax 10²—10³ სმ−3 რიგისაა. ეს არის სუსტი იონიზაციის არე. ამ გარემოს იონიზაციას ძირითადად იწვევს მზის რენტგენული გამოსხივება. მნიშვნელოვნად მცირე წვლილი შეაქვთ იონიზაციის დამატებით სუსტ წყაროებს: მეტეორიტებს, რომლებიც იწვიან 60-100 კმ სიმაღლეებზე, კოსმოსურ სხივებს, აგრეთვე მაგნიტოსფეროს მაღალი ენერგიის მქონე ნაწილაკებს (რომლებიც აღწევენ ამ ფენაში მაგნიტური ქარიშხლების დროს).
D ფენისთვის დამახასიათებელია იონიზაციის ხარისხის მკვეთრი შემცირება ღამის საათებში.
'''Е ფენა'''
Е ფენაში (90-120 კმ) დამუხტულ ნაწილაკთა კონცენტრაცია Nmax~ 105 სმ−3. ვინაიდან იონიზაციის ძირითად წყაროს წარმოადგენს მზის მოკლეტალღოვანი გამოსხივება და ამასთანავე იონების რეკომბინაცია სწრაფად მიმდინარეობს, ამიტომ ამ ფენაში ელექტრონების კონცენტრაცია დღისით მნიშვნელოვნად აჭარბებს ღამის მნიშვნელობას, რომელიც ღამით 10³ სმ−3 -მდე ეცემა. ამ პროცესს ეწინააღმდეგებიან მუხტების დიფუზია F გარემოდან, რომელიც Е ფენაზე მაღლაა და მასში იონების კონცენტრაცია შედარებით მაღალია, და იონიზაციის ღამის წყაროები (მზის გეოკორონალური გამოსხივება, მეტეორები, კოსმოსური სხივები და სხვ.) .
100-110 კმ სიმაღლეებზე სპორადიულად წარმოიშვება ES ფენა, რომელიც მეტად თხელია (0,5-1 კმ), მაგრამ საკმაოდ მკვრივია. ამ ქვეფენის განსაკუთრებულ თვისებას წარმოადგენს ელექტრონების კონცენტრაციის მაღალი მნიშვნელობა (ne~105 სმ−3), რის გამოც იგი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს საშუალო რადიოტალღებისა და ხშირად მოკლე რადიოტალღების გავრცელებაზეც, რადგანაც ხდება ამ ფენიდან აღნიშნული ტალღების არეკვლა.
E ფენში თავისუფალი დამუხტული ნაწილაკების საკმაოდ მაღალი კონცენტრაციის გამო მათი მიმართული ერთობლივი მოძრაობა ქმნის ელექტრულ დენს, რომლის მაგნიტური ველი ურთიერთქმედებს რა დედამიწის მანგიტურ ველთან იწვევს დედამიწის მაგნიტური ველის დღე-ღამურ ვარიაციებს.
''F ფენა''
ამჟამად F გარემოს უწოდებენ მთელს იონოსფეროს 130-140 კმ-ზე მაღლა. იონების წარმოქმნის საუკეთესო პირობები 150-200 კმ-ის სიმაღლეებზეა. მაგრამ წარმოშობილი პლაზმა დიფუზიისა და იონების სიცოცხლის ხანგძლიობის შედარებით მაღალი მნიშვნელობის გამო გადანაწილდება და შედეგად ელექტრონებისა და იონების მაქსიმალური კონცენტრაცია დაიმზირება 250-400 კმ-ის სიმაღლეებზე.
დღისით მზის მძლავრი ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით სიმაღლის მიხედვით ელექრონული კონცენტრაციის განაწილებაში შეიმჩნევა საფეხურის მაგვარი წარმონაქმნი, რომელსაც უწოდებენ F1 ფენს (150—200 კმ). ეს ფენი მოკლე რადიოტალღების გავრღელებაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იონოსფერო“-დან