რაფიელ ერისთავი: განსხვავება გადახედვებს შორის

(დასუფთავების სამსახური, replaced: {{ბიოგრაფია}} → {{ესკიზი-ბიოგრაფია}} using Project:AWB)
== ბიოგრაფია ==
 
ბავშვობა და ცხოვრების საუკეთესო წლები რ. ერისთავმა გაატარა [[კახეთი|კახეთის]] სოფელ [[ქისტაური|ქისტაურში]]. ქართული წერა-კითხვა მას დედამ შეასწავლა, ხოლო რუსული ენა – საგანგებოდ მოწვეულმა მასწავლებელმა. 7 წლის რაფიელი თელავის[[თელავი]]ს სამაზრო სასწავლებელში შეუყვანიათ, მაგრამ რაფიელის მამას არ მოსწონებია იქაური სწავლების რეჟიმი (ქართული ენის უგულებელყოფა) და [[1831]] წელს თავისი ვაჟი [[შუამთის მონასტერი|შუამთის მონასტრის]] ხელმძღვანელ ფილადელფოს კიკნაძისათვის მიუბარებია. ერთი წლის შემდეგ ფილადელფოსი [[1832]] წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. [[1833]] წელს რაფიელი მშობლებმა [[გორი|გორში]] გადაიყვანეს სასწავლებლად. [[1836]] წლიდან რაფიელი თბილისში ცხოვრობს, სადაც [[1845]] წელს წარმატებით ამთავრებს გიმნაზიას.
 
სწავლის გაგრძელება რ. ერისთავმა უსახსრობის გამო ვერ მოახერხა და [[1847]] წელს თარჯიმნად დაიწყო მუშაობა თუშ-ფშავ-ხევსურეთში. [[1849]] წელს იგი გადაიყვანეს სამუშაოდ [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]] მთავარი სამმართველოს კანცელარიაში, სადაც [[1851]] წელს მაგიდის უფროსის თანაშემწედ დანიშნეს.
[[ფაილი:Rafiel ertisTavis saflavi.jpg|200px|thumb|რაფიელ ერისრთავის საფლავი]]
რ. ერისთავი გიმნაზიის დამთავრებისთანავე ჩაება საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. მისი ლიტერატურული ურთიერთობა ქართველოლოგ აკადემიკოს [[ბროსე, მარი|მარი ბროსესთან]], ჯერ კიდევ მწერლის სიჭაბუკის წლებში, ქართული კულტურის სიყვარულით იყო შთაგონებული. მარი ბროსესა და რ. ერისთავის მიმოწერა მეტად საინტერესოა [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] 50-იანი წლების საზოგადოებრივი ცხოვრებისა და საქართველოს კულტურული ვითარების შესწავლის თვალსაზრისით.
რაფიელ ერისთავი აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ „კავკაზში“. გაზეთის ფურცლებზე იბეჭდებოდა მისი მიმოხილვები, ეთნოგრაფიულ-ისტორიული წერილები.
 
[[1855]] წელს რ. ერისთავი [[ქუთაისი|ქუთაისში]] გადაიყვანეს განსაკუთრებულ დავალებათა უფროს მოხელედ. [[1857]] წლიდან [[1867]] წლამდე იგი [[ზუგდიდის მაზრა|ზუგდიდის მაზრის]] უფროსად მუშაობდა და ხელმძღვანელობდა სამეგრელოში[[სამეგრელო]]ში საგლეხო რეფორმის გატარებას. თბილისიდან ქუთაისამდე მგზავრობა და იმერეთის[[იმერეთი]]ს შთაბეჭდილებანი რ. ერისთავმა აღწერა სტატიების სერიაში „წერილები იმერეთიდან“ („კავკაზი“, 1857 წ.).
 
[[1889]] წლის მარტიდან [[1896]] წლის ოქტომბრამდე რ. ერისთავი კვლავ სახელმწიფო სამსახურში, კავკასიის საცენზურო კომიტეტში იმყოფებოდა ცენზორის თანამდებობაზე.
 
[[1896]] წელს რ. ერისთავმა დაასრულა თავისი შრომა სვანეთის[[სვანეთი]]ს შესახებ და “ნოვოე ობოზრენიეში” დაბეჭდა. იმავე წელს მან თავი დაანება სამსახურს და ცხოვრების უკანასკნელი წლები თავის მშობლიურ კუთხეში გაატარა.
 
მიუხედავად ღრმა მოხუცებულობისა, რაფიელ ერისთავი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე განაგრძობდა შემოქმედებითს მუშაობას. ბოლო ხანებში იგი მუშაობდა ოპერის (“ნუგზარ”) ლიბრეტოზე, რომელიც დაუმთავრებელი დარჩა
რაფ. ერისთავის მოღვაწეობის 50 წლის იუბილე, დიდი ზეიმით იქნა გადახდილი [[1895]] წლის ოქტომბერში. [[1899]] წლიდან რაფიელი ხშირად ავადმყოფობდა.
 
[[1901]] წლის იანვარში რ. ერისთავის ჯანმრთელობა გაუარესდა და [[4 მარტი|4 მარტს]] იგი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. [[თელავი|თელავიდან]] პოეტის ნეშტი წაასვენეს სოფ. [[ქისტაური|ქისტაურში]]. მიცვლებულის კუბოს ზღვა ხალხი აცილებდა. პროცესიას წინ მიუძღვოდნენ ძაძებით მორთული[[ ხევსური]] ცხენოსნები. მთელი გზა მოფენილი ყოფილა ღვიით, დაფნით და სუროთი[[სურო]]თი. გზის გაყოლებით მარჯვნივ და მარცხნივ [[შუამთა|შუამთაში]], [[იყალთო|იყალთოში]], [[ალავერდი|ალავერდში]] გამუდმებით რეკავდნენ ზარები. [[ქისტაური|ქისტაურში]] პოეტის ნეშტი დაიტირა მისმა საყვარელმა მდაბიო ხალხმა და მოწიწებით მიაბარა მშობლიურ მიწას.
 
[[1911]] წელს [[წერეთელი, აკაკი|აკაკი წერეთელმა]] ინახულა რაფიელის საფლავი ქისტაურში და პანაშვიდი გადაუხადა.
 
[[1938]] წელს რაფიელ ერისთავის ნეშტი თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში გადმოასვენა
 
==რესურსები ინტერნეტში==