გედების ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

ბოტის შეცვლა: hu:A hattyúk tava; cosmetic changes
(ბოტის დამატება: simple:Swan Lake)
(ბოტის შეცვლა: hu:A hattyúk tava; cosmetic changes)
[[სურათიფაილი:Swanlake015.jpg|thumb|300px|გედების ტბა]]
'''გედების ტბა''' ({{lang-ru|Лебединое Озеро}}) არის ბალეტი, რომელიც დაწერილ იქნა რუსი კომპოზიტორის [[პეტრე ჩაიკოვსკი]]ს მიერ [[1875]]-[[1876]] წლებში. სცენარი ეკუთვნის ვლადიმერ ბეგიჩევს და ვასილი გელტსერს. პიესა დაფუძნებულია ძველ [[გერმანია|გერმანულ]] ლეგენდაზე, რომელიც მოგვითხრობს პრინცესა ოდეტზე, რომელიც ბოროტი ჯადოქრის წყევლის შედეგად გედად გადაიქცა. ორიგინალური პროდუქციის ქორეოგრაფი იყო ჯულიუს რეისინგერი. ბალეტის პრემიერა [[1877]] წლის [[20 თებერვალი|20 თებერვალს]] შედგა [[მოსკოვის დიდი თეატრი|მოსკოვის დიდ თეატრში]].
 
== ისტორია ==
=== "გედების ტბა" - ბალეტების ბალეტი ===
 
ბალერინა თეთრ "პაჭკაში", გედის ფრთის მსგავსად ზევით აწეული ხელით, რომლის ქვემოდანაც შემკრთალი თვალებით იცქირება - ეს სურათი წამიერად გვახსენებს "გედების ტბას", ბალეტების ბალეტს, როგორც მას ხშირად ეძახიან.
მაგრამ, სრულიად გაუგებარია, რატომ არ იქნა ეს მუსიკა შეფასებული თავდაპირველად, როცა ბალეტი [[მოსკოვის დიდი თეატრი]]ს სცენაზე დაიდგა. 1877 წლის 20 თებერვლის მოსკოვურ პრემიერას წარმატება არ მოჰყოლია (ოდეტა-ოდილიას პარტიას პ. კარპაკოვა ცეკვავდა, ზიგფრიდს კი ა. გელცერი). დამდგმელმა ქორეოგრაფმა ი. რეიზენგერმა სათანადოდ ვერ გაიაზრა ჩაიკოვსკის გენიალური პარტიტურა. მაყურებლის კრიტიკის მიუხედავად, თებერვლის იმ საღამოს, ბალეტის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო - საბალეტო ჟანრმა მუსიკალურ ხელოვნებაში ისეთივე ადგილი დაიმკვიდრა, როგორც ოპერამ და სიმფონიურმა მუსიკამ. დიდ თეატრში, რამდენიმე უღიმღამო წარმოდგენის შემდეგ, ბალეტი მოიხსნა რეპერტუარიდან და მხოლოდ [[1895]] წლის [[15 იანვარი|15 იანვარს]], [[პეტერბურგი|პეტერბურგში]], მარიას თეატრის სცენაზე აღორძინდა [[მარიუს პეტიპა]]სა და [[ლევ ივანოვი]]ს გენიალური ქორეოგრაფიით. თუმცა ლევ ივანოვის „თეთრი გედების“ გენიალურმა სცენებმა პრემიერამდე იხილეს დღის სინათლე ჩაიკოვსკის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე. ბალეტში პირველი და მესამე მოქმედება პეტიპას ეკუთვნოდა, მეორე და მეოთხე კი – ივანოვს. მთავარ პარტიებს პ. ლენიანი და პ. გერდტი ცეკვავდნენ. სწორედ ეს დადგმა დაედო საფუძვლად „გედების ტბის“ ყველა შემდგომ ვერსიას. აქედანაა ცნობილი ივანოვის თეთრი გედის ვარიაციები და პეტიპას ცნობილი შავი პა დე დე. მთავარ პარტიებს პეტერბურგულ სპექტაკლში პ. ლენიანი და პ. გერდტი ცეკვავდნენ. ოდეტა – ოდილიას პარტიის პირველი შემსრულებელი იტალიელი ბალერინა პერინა ლენიანი ვირტუოზულ მოცეკვავედ იქნა მიჩნეული. სწორედ მან შეასრულა სცენაზე პირველად ცნობილი 32 ფუეტე, რომელსაც დღესაც აღფთოვანებაში მოჰყავს მაყურებელი.
 
რუსეთის საიმპერატორო თეატრების სცენებზე ეს ბალეტი მრავალი რედაქციით იდგმებოდა, აღსანიშნავია [[ფიოდორ ლოპუხოვი]]ს, [[ალექსანდრე გორსკი]]ს, [[აგრიპინა ვაგანოვა]]ს, [[ასაფ მესერერი]]სა და [[კონსტანტინე სერგეევი]]ს დადგმები.
 
კ. სტანისლავსკისა და ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მუსიკალურ თეატრში დღემდე იდგმება ”გედების ტბა” [[ვლადიმერ ბურმეისტერი]]ს რედაქციით. [[1969]] წლის [[25 დეკემბერი|25 დეკემბერს]] დიდი თეატრის სცენაზე შედგა ბალეტმაისტერ [[იური გრიგოროვიჩი]]სა და მხატვარ [[სოლომონ ვირსალაძე|სოლომონ ვირსალაძის]] ვერსიის პრემიერა, (ოდეტა-ოდილია _ ნატალია ბესმერტნოვა, ზიგფრიდი _ ნიკოლოზ ფადეეჩევი).
[[2005]] წელს ალექსეი ფადეეჩევმა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე „გედების ტბის“ ახალი რედაქცია დადგა. პრემიერა [[2005]] წლის [[11 მარტი|11 მარტს]] გაიმართა. მთავარი პარტიები ლალი კანდელაკმა (ოდეტა-ოდილია) და ირაკლი ბახტაძემ (ზიგფრიდი) იცეკვეს.
 
== შინაარსი ==
=== პირველი მოქმედება ===
==== პირველი სურათი ====
 
==== მეორე სურათი ====
ზიგფრიდი აღმოჩნდება ზღაპრული ტბის ნაპირას. მოლივლივე წყლიდან ამოდიან მოჯადოებული გოგონა-გედები. ის მათგან ყველაზე მშვენიერ ოდეტას შენიშნავს და გედების დედოფლის არაჩვეულებრივი სილამაზით მოხიბლული გაშეშდება. ოდეტა უამბობს ზიგფრიდს, რომ ის და მისი მეგობრები ბოროტი ჯადოქრის როტბარტის ტყვეობაში იმყოფებიან და მხოლოდ თავდავიწყებულ სიყვარულს შეუძლია მათი ხსნა. პრინცი ოდეტას მარადიულ სიყვარულსა და ერთგულებას შეჰფიცავს; არწმუნებს, რომ ბოლოს და ბოლოს მან იპოვა თავისი ოცნების ქალიშვილი. ოდეტა აფრთხილებს ყმაწვილს, რომ ერთგულების ფიცის დარღვევის შემთხვევაში მას ვეღარავინ უშველის.
ზიგფრიდი ოდეტას სიყვარულსა და ერთგულებას შეჰფიცავს.
 
=== მეორე მოქმედება ===
==== მესამე სურათი ====
ციხე-დარბაზში სტუმრები დიდ მეჯლისზე იკრიბებიან. წარჩინებულ ქალიშვილთა შორის პრინცმა საცოლე უნდა აირჩიოს. გამოჩნდება ზიგფრიდი, რომელიც მხოლოდ ოდეტაზე ოცნებობს. ის გულგრილად უყურებს სტუმართა მგზნებარე ცეკვებს, უგულოდ ცეკვავს გოგონებთან, რომელთაგან ვერც ერთი ვერ შეედრება მის რჩეულს.
 
ზიგფრიდი მიხვდება, რომ საბედისწერო შეცდომა დაუშვა, ფიცი დაარღვია. ღალატის გამოსასყიდად, სასოწარკვეთილი პრინცი თეთრ გედს გაედევნება.
 
==== მეოთხე სურათი ====
გედების ტბაზე მშფოთვარე ღამეა. ოდეტამ გედებს პრინცის ღალატის შესახებ უამბო. აფორიაქებული ზიგფრიდი ოდეტასაკენ პატიების სათხოვნელად მიიჩქარის, მაგრამ გედები არ აძლევენ მასთან მიახლოების საშუალებას. ბედთან ჭიდილში დაუძლურებული ზიგფრიდი ეცემა...
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{Commonscat|Swan Lake}}
 
[[fr:Lebedinoïe ozero]]
[[he:אגם הברבורים]]
[[hu:HattyúkA hattyúk tava]]
[[id:Danau Angsa]]
[[it:Il lago dei cigni]]
77,380

რედაქტირება