ყაფლან ბარათაშვილ-ორბელიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მNo edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 1:
'''ყაფლან ბარათაშვილ-ორბელიშვილი''' (გ. [[1671]]), ბარათაშვილთა ერთი შტოს - ორბელიშვილთა (გამოეყო [[1536]]) წარმომადგენელი, ყაფლანიშვილთა გვარის ფუძემდებელი, "დიდი ყაფლანის" სახელით ცნობილი.
[[ქართლის სამეფო|ქართლის სამეფოს]] [[მდივანბეგი]] (იხსენიება [[1634]]-იდან) და [[სახლთუხუცესი]] (იხსენიება [[1646]]-დან). 20-იანი წლების დასაწყისში, როცა [[ბარათაშვილი, ბარათა|ბარათა ბარათაშვილმა]] თავისი სახლიკაცები ამოწყვიტა, ბარათაშვილ-ორბელიშვილი [[ირანი|ირანში]] გაიქცა. მონაწილეობდა [[მარაბდის ბრძოლა 1625|მარაბდის ბრძოლაში]] ([[1625]]) ირანელთა მხარეზე. ერთგულობდა [[სიმონ II|სიმონ II-ს]], [[როსტომი|როსტომსა]] და [[ვახტანგ V|ვახტანგ V-ს]], რომელთაგან მრავალი ყმა-მამული მიიღო წყალობად. განაახლა [[ფიტარეთი|ფიტარეთის]] მონასტერი, ააშენა და ყმებით დაასახლა 61 სოფელი, თავის მემკვიდრეებს დაუტოვა 80-მდე სოფელი. ჰყავდა ხუთი ვაჟი (პაპუნა, ასლანი, ვახტანგი, თამაზი, გიორგი), რომლებიც შემდეგ ქართლის სამეფოს დიდი მოხელეები გახდნენ, და ერთი ქალი როდამი ([[ვახტანგ V|ვახტანგ V-ის]] პირველი ცოლი). დასაფლავებულია ფიტარეთის მონასტერში.
==ლიტერატურა==
*''ჯამბურია გ.,'' ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1955
|