სახელმწიფო საზღვარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Sazgvari ganarjiis muxurtan.jpg|thumb|300 px|საზღვარი კონტროლირებად სამეგრელოსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის; [[განმუხური]] ]]
 
'''სახელმწიფო საზღვარი''' - საზღვარი ორ ან მეტ სახელმწიფოებს შორის. საზღვრების რამდენიმენაირი [[კლასიფიკაცია]] არსებობს. ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებულია [[ბოგსი]]ს კლასიფიკაცია (Bogges,1940), რომელიც სახმელეთო საზღვრებს ასე აჯგუფებს:ფიზიოგრაფიული, ანტროპოგეოგრაფიული, გეომეტრიული და კომპლექსური.
*''ფიზიოგრაფიული'' საზღვრები მიჰყვება ტერიტორიის გამოკვეთილ [[ფიზიკა|ფიზიკურ]] ნიშნებს, მაგალითად [[მდინარე]]ს, ქედს, ტბის ნაპირს და ა.შ.
*''ანტროპოგრაფიული'' საზღვრები ადამიანის ხელით შექმნილ ნიშნებს მიჰყვება. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, [[რკინიგზა]].
*''გეომეტრიული'' საზღვრები მისდევს[[ გრძედი|გრძედს]] ან [[გამედი|განედს]], როგორც მაგალითად,[[ეგვიპტე| ეგვიპტის]] დასავლეთ და სამხრეთ საზღვრები.
*''კომპლექსური'' საზღვრები ზემოაღნიშნულის ნებისმიერ კომბინაციას წარმოადგენს.
 
== სასაზღვრო დავები ==
ხაზი 12:
 
გამოყოფენ ოთხი ტიპის სასაზღვრო დავას: პოზიციური, ტერიტორიული, ფუნქციური და საზღვარგადაღმა რესურსული დავა.
*''პოზიციური დავა'' ეხება ხოლმე საზღვრის ზუსტ მდებარეობას: ის გამომდინარეობს ან იურიდიული დოკუმენტების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციიდან, ან წარმოიშობა საზღვრის ფიზიკური თავისებურებების ცვლილების შედეგად (მაგალითად მდინარის კალაპოტის შეცვლის, [[კუნძული]]ს აღმოცენებისა თუ გაქრობის გამო)
*''ტერიტორიული დავის'' საბაბს ქმნის ერთსა და იმავე მიწაზე მეზობელი ქვეყნების პრეტენზია, რაც ჩვეულებრივ ეყრდნობა სხვადასხვა პოზიციიდან გაგებულ [[ისტორია]]ს ან "გეოგრაფიულ აუცილებლობას"(მაგალითად, ჩაკეტილი ქვეყნის მისწრაფებას გავიდეს ღია [[ზღვა]]ზე და ა.შ.)
*''ფუნქციური დავის'' შემთხვევაში, მეზობელი მხარეები ჩივიან, რომ საზღვარი უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანების, ტვირთების გადაადგილებაზე, მიწის გამოყენებაზე(მაგალითად, საძოვრად).
 
*''საზღვარგადაღმა რესურსული დავა'' წარმოიშობა, როდესაც ერთი ქვეყანა მიიჩნევს, რომ მეორე ქვეყანა მის ხარჯზე იყენებს ბუნებრივ რესურსებს, მაგალითად წყალს. ასეთი დავა განსაკუთრებით ხშირად ხდება [[სპარსეთის ყურე|სპარსეთის ყურის]] ქვეყნებს შორის [[ნავთობი]]სა და [[გაზი]]ს წყალქვეშა [[საბადო]]ების ექსპლუატაციის თაობაზე.
 
==ლიტერატურა==