კავდიუმის მშვიდობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 34:
 
რომაელებისთვის ეს პირობები ძალიან დამამცირებელი იყო, მაგრამ ვინაიდან რომს სხვა ჯარი არ ჰყავდა და მათი დაღუპვა ძალიან დიდი დანაკარგი იქნებოდა სახელმწიფოსთვის, კონსულებმა გადაწყვიტეს მოლაპარაკებების გაგრძელება. მათ დათქვეს თარიღი, როდესაც სამნიტებს გადასცემდნენ მძევლებს და ისინი კი განიარარებულ ჯარს გაუშვებდნენ.
 
მეომრები კონსულების მიმართ სიბრაზეს არ მალავდნენ, ჯერ ასეთ ხაფანგში გააბეს, ახლა კი ეგუებიან დამცირებას.
 
სამნიტებმა განიარაღებული რომაელები გამოიყვანეს ხეობიდან, შემდეგ [[ლიქტორი|ლიქტორებს]] უბრზანეს კონსულების დატოვება და ჩამოართვეს ამ უკანასკნელთ მათი ძალაუფლების სიმბოლოები. შემდეგ კი კონსულების და ყველა მეომარი უღელქვეშ გაატარეს. დარცხვენილი რომაელები გაემართნენ რომისკენ.
 
რომში უკვე იცოდნენ მომხდარი ამბების შესახებ. როდესაც კი სამარცხვინო ზავის შესახებ გაიგეს ყოველგვარი ბრძანების გარეშე მთელმა ქალაქმა გლოვა დაიწყო. მეომრებმა კი სიცხვილით ვერ გაბედეს ქალაქში დღისით შესვლა, ისინი ღამით დაბრუნდნენ და სახლებში ჩაიკეტნენ. კონსულებიც ასევე მოიქცნენ, მხოლოდ დიქტატორი დანიშნეს არჩევნების ჩასატარებლად.
 
==შედეგები==