კავდიუმის მშვიდობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 25:
 
სამნიტებმა კი არ იცოდნენ როგორ გამოეყენებინათ თავისი წარმატება. მათ გადაწყვიტეს მიეწერათ მხედართმთავრის მამისთვის [[გერენიუს პონტიუსი]]სთვის, რომელიც განთქმული იყო სიბრძნით. იგი უკვე ძალიან ხანდაზმული იყო და ჩამოშორებული იყო სახელმწიფო მოღვაწეობას. როდესაც მან შეიტყო რომაული ლეგიონების ამბავი, მან მიწერა თავის ვაჟს: რაც შეიძლება სწრაფად გაუშვით რომაელები და არაფერი არ ავნოთ მათ. ეს რჩევა უარყვეს და თავიდან გაუგზავნეს მას სიკრიკი სხვა რჩევისთვის. მეორედ მან ასეთი რჩევა მისცა: ყველა მოკალით, არავინ არ დაინდოთ.
 
ამ ორმა, ერთმანეთის გამომრიცხავმა რჩევამ დააბნია სამნიტები და მათ კრება მოიწვიეს. მოხუცი გენერიუსი ეტლით მოიყვანეს კრებაზე და მიდსი რჩევების განმარტება სთხოვეს. მოხუცმა თქვა, თუ კი სამნიტები რომაელებს უვნებლად გაუშვებენ, მაშინ ეს უკანასკნელნი აღარ იტყვიან უარს ომის დამთავრებაზე და ეს ნაბიჯი ხანგძლივი მსვიდობის მომტანი იქნება. ხოლო თუ ეს არ უნდათ მაშინ ყველა უნდა გაწყვიტონ, ვინაიდან რომაელებს სხვა ჯარი არ ყავთ და ამ დანაკარგის მოშუშებას საკმაო ხანს მოუნდებიან. ხოლო მესამე გზა საერთოდ არ არსებობს, ვინაიდან თუ სამნიტები რომაელებს დამცირებულებს და დამარცხებულებს გაუშვებენ, ამით ვერც მეგობრობას მოიპოვებენ და ვერც მტრებს ვერ დაამარცხებენ, ხოლო გაბოროტებული რომაელები მალევე საშინლად იძიებენ შურს.
 
მეომრებმა არცერთი რჩევა არ მიიღეს და მესამე გზა აირჩიეს.
 
==რომაელთა უღელქვეშ გატარება==