კავდიუმის მშვიდობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 20:
სამნიტების მხედართმთავარი [[გაიუს პონტიუსი]] ჯარებით საიდუმლოდ დაბანაკდა კავდიუმთან. კალატიუმში კი, სადაც რომაელთა ბანაკი იყო, გააგზავნა მწყემსებად გადაცმული მეომრები, რათა მათ ჭორები გაევრცელებინათ, თითქოს და სამნიტები [[აპულია]]ში არიან [[ლუცერიუმი]]ს ალყით დაკავებულნი. ამის შესახებ ჭორები წინასწარ გავრცელებული იყო, და რომაელთა მიერ ყველა ტყვედ აყვანილი სამნიტი ამას იმეორებდა, რამაც რომაელები საბოლოოდ დაარწმუნა. ლუცერიუმისკენ ორი გზა მიდიოდა, ფართო და უსაფრთხო გზისპირა გზა გრძელი იყო, ხოლო მოკლე გზა ვიწყო კავდიუმის ხეობაში გადიოდა. რომაელებმაც ეს მეორე გზა არჩიეს. კავდიუმის ხეობა ორ ღრმა და ვიწყო ხევს წარმოადგენდა, მათ შორის კი დაჭაობებული ველი იყო.
 
როდესაც რომაელებმა გაიარეს პირველი ხეობა, მინდორზე გავიდნენ და მეორე ხეობისკენ დაიძვრნენ, იქ აღმოაჩინეს რომ ხეობა ჩახერგილია დიდი მორებით და ქვებით. უკვე ცხადი იყო რომ რომაული ლეგიონები ხაფანგში მოხვდნენ. რომაელები უკან გაეშურნენ და მეორე ხეობაც უკვე ჩაკეტილი დახვდათ ხეებით და შეიარაღებული ხალხის მიერ. დაბნეულმა რომაელებმა დაიწყეს ბანაკისთვის გამაგრებების აშენება, თუმცა კარგად ხვდებოდნენ რომ ამას არავითარი აზრი არ ჰქონდა. რომაელთა მორალური მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო.
 
==საბინელთა დილემა==