კავდიუმის მშვიდობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 14:
 
==წინაისტორია==
 
[[ძვ. წ. IV საუკუნე|ძვ. წ. IV საუკუნის]] შუა პერიოდში ცენტრალურ და სამხრეთ [[იტალია]]ში დომინირებისთვის [[რომაელები]] და სამნიტები მეტოქეობდნენ. სწორედ ამ მეტოქეობამ გამოიწვია [[პირველი სამნიტური ომი]], რომელიც რომაელთა გამარჯვებით დასრულდა [[ძვ. წ. 341]] წელს. მიუხედავად პირველ ომში დამარცხებისა, სამნიტებმა არ დაკარგეს საბოლოო გამარჯვების იმედი და [[ძვ. წ. 326]] წელს დაიწყო [[მეორე სამნიტური ომი]]ც. ომის მეხუთე წელს სამნიტებმა უკვე წააგეს რამდენიმე მზიმე ბრძოლა და რომაელებთან მშვიდობის აღდგენაც სურდათ, მაგრამ მათი მცდელობა წარმატებით არ დასრულდა.
 
სამნიტების მხედართმთავარი [[გაიუს პონტიუსი]] ჯარებით საიდუმლოდ დაბანაკდა კავდიუმთან. კალატიუმში კი, სადაც რომაელთა ბანაკი იყო, გააგზავნა მწყემსებად გადაცმული მეომრები, რათა მათ ჭორები გაევრცელებინათ, თითქოს და სამნიტები [[აპულია]]ში არიან [[ლუცერიუმი]]ს ალყით დაკავებულნი. ამის შესახებ ჭორები წინასწარ გავრცელებული იყო, და რომაელთა მიერ ყველა ტყვედ აყვანილი სამნიტი ამას იმეორებდა, რამაც რომაელები საბოლოოდ დაარწმუნა.
 
==ხაფანგი==